ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის მეთოდით ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის მიმართულებით ილიაუნის გუნდის გადამზადდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ფონდთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ თანამშრომლობით, I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომელიც მიმართულია საქართველოში ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის (ტმს) მეთოდის დანერგვაზე. ტმს-ი არის მკურნალობის არაინვაზიური მეთოდი, რომელიც თავის ტვინის გარკვეული უბნების სტიმულაციას გულისხმობს.
ის გამოიყენება, როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება დეპრესიის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მთელი რიგი სხვა პრობლემების შემთხვევაში.
პროექტის – ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის სომატური თერაპიის მეთოდის დანერგვა უკეთესი ფსიქიკური კეთილდღეობისთვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სწავლა-სწავლების ხარისხის ასამაღლებლად საქართველოში – ფარგლებში, 2024 წელს, შეძენილ იქნა და ამოქმედდა საქართველოში პირველი თანამედროვე სამკურნალო ტმს აპარატი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე მომსახურებას უწევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს. ილიაუნის ტმს ლაბორატორია გამოიყენება, როგორც სასწავლო ბაზა ილიაუნისა და ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, და როგორც კვლევითი ბაზა ორივე უნივერსიტეტის პროფესორებისა და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
პროექტს ემსახურება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალების სპეციალურად მომზადებული გუნდი, რომელიც თავისი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, მიმდინარე წლის აპრილში სასწავლო ვიზიტით ეწვია ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს (NUDZ). სასწავლო ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ტმს მეთოდით ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა კონდიციის მკურნალობის მიმართულებით ილიაუნის გუნდის გადამზადება. ტრენინგს უძღვებოდა ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ტმს ლაბორატორიის ხელმძღვანელი მონიკა კლიროვა თავის გუნდთან ერთადტმს სერვისის ინსტიტუციური განვითარების მდგრადი მოდელების განხილვის მიზნით ილიაუნის წარმომადგენლები ჩეხეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორს, პეტრე ვინკლერსაც შეხვდნენ.
ილიას სახელმწიფო უნიევრსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ფონდთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ თანამშრომლობით, I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციების ფონდის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს, რომელიც მიმართულია საქართველოში ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაციის (ტმს) მეთოდის დანერგვაზე. ტმს-ი არის მკურნალობის არაინვაზიური მეთოდი, რომელიც თავის ტვინის გარკვეული უბნების სტიმულაციას გულისხმობს.
ის გამოიყენება, როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება დეპრესიის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მთელი რიგი სხვა პრობლემების შემთხვევაში.