CIF-ის პროექტის ფარგლებში სტუ-სა და ევროპის უნივერსიტეტის ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამების პერსონალი გადამზადდა
I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის „ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება“ (InnovaVet) ფარგლებში 2-4 ივლისს ტრენინგების სერია ჩატარდა. ტრენინგების სერიას ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ და ის მიზნად ისახავდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ინოვაციური სწავლებისა და შეფასების მეთოდების შესახებ ცოდნის ამაღლებას და პრაქტიკაში მათი დანერგვის ხელშეწყობას.
ტრენინგებზე წარმოდგენილი იყო პრობლემასა და შემთხვევის განხილვაზე დაფუძნებული სწავლება, შებრუნებული სასწავლო ოთახის მოდელი, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, კლინიკური კომპეტენციების განვითარება სტუდენტებში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. განხილვებში აქტიურად იყვნენ ჩართულები სტუ-სა და ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის 35-მდე პროფესორ-მასწავლებელი.
ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
შემაჯამებელ ღონისძიებას I2Q პროექტის კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის – „ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება“ (InnovaVet) მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ევროპის უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა-გაძლიერება და ამ გზით, შრომის ბაზრისთვის ახალი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალის მომზადება და შეთავაზება, რაც განაპირობებს სახელმწიფოში ვეტერინარიის დარგის განვითარების ხელშეწყობას.