სტუ მილანის უნივერსიტეტის UNIMONT ცენტრი მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობს
8 სექტემბერს I2Q პროექტის აღმასრულებელი დირექტორი კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) წარმომადგენლებთან ერთად სტუ-ს ეწვია და საგრანტო კონკურსით დაფინანსებული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ შექმნა – მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრთან (UNIMONT) მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. ინგლისურენოვან ტრანსდისციპლინურ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაში თავმოყრილი იქნება სფეროს უახლეს ტენდენციები და სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდები. სამაგისტრო პროგრამა ხელს შეუწყობს პროფესიონალების ჩამოყალიბებას, რომლებსაც შეეძლებათ ხელი შეუწყონ მთის ტერიტორიების გაძლიერებას, განვითარებას და მდგრად მართვას ინოვაციური მიდგომებისა და სისტემური ხედვის გამოყენებით. ასევე, გაძლიერდება სტუ-ს მთის მდგრადი ფაკულტეტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო შესაძლებლობები.
მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანმა I2Q პროექტის წარმომადგენლებს ფაკულტეტის ბაზა და დაფინანსების ფარგლებში შეძენილი ტექნიკა დაათვალიერებინა. I2Q პროექტის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ მილანის უნივერსიტეტის UNIMONT კვლევით ცენტრის წარმომადგენლებს, რომლებიც ამჟამად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობენ და ინტენსიურ სასწავლო-კვლევითი ტრენინგებს ატარებენ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის. ტრენინგები მათ სამაგისტრო პროგრამის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის – „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ პროექტირების კურსს უძღვებიან იტალიელი წამყვანი მკვლევრები და მეცნიერები – პროფესორი სტეფანო კორსი, დოქტორი ანამარია ჯორჯი და დოქტორი რიკარდო გაჯეტი. ტრენინგკურსის საკითხები მრავალმხრივია: „სილაბუსის დიზაინის ხელოვნება და პრაქტიკა“ მოიცავს თანამედროვე სასწავლო გეგმის შექმნისა და დისციპლინური ინტეგრაციის მეთოდოლოგიებს.
პროგრამა მომავალ თაობებს შესთავაზებს ინტერდისციპლინურ ცოდნას, რომელიც გააერთიანებს გარემოსდაცვით, სოციალურ, ეკონომიკურ და საინჟინრო კომპონენტებს. პროგრამის დანერგვა ხელს შეუწყობს ახალი თაობის სპეციალისტების აღზრდას, რომლებიც შეძლებენ როგორც მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების სტრატეგიების შემუშავებას, ისე ინოვაციური მიდგომების დანერგვას სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და ეკოლოგიური მენეჯმენტის სფეროებში.