• ქართული
  • English

სიახლეები

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა თბილისის 126-ე საჯარო სკოლის STEAM ინოვაციური სივრცე დაათვალიერეს

მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები თბილისის 126-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო I2Q პროექტის მხარდაჭერით შექმნილი STEAM ინოვაციური სივრცის დათვალიერება და მოსწავლეთა მიერ მიღწეული პროგრესის გაცნობა.

126-ე სკოლის მოსწავლეებმა საპატიო სტუმრებს შთამბეჭდავი STEAM პროექტები წარუდგინეს. მათ სრულად აქვთ ათვისებული ყველა ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც სკოლას, I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით გადაეცა. სივრცე აღჭურვილია სხვადასხვა STEAM საგანმანათლებლო ნაკრებით – მათ შორის პროგრამირების შესასწავლი, რობოტიკის, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიის, მწვანე და ა.შ. ნაკრებებით, 3D პრინტერით, დრონითა და სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკით.

თბილისის 126-ე საჯარო სკოლაში STEAM ინოვაციური სივრცე 2024 წლის თებერვალში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში – როლანდ პრაისმა გახსნა.

126-ე სკოლაში ვიზიტისას, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ სკოლის დირექტორსა და მასწავლებლებს და მათგან მოისმინეს I2Q პროექტის ფარგლებში განხოციელებული აქტივობების მნიშვნელობისა და მიღებული ბენეფიტების შესახებ. თბილისის 126-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 200 საპილოტე სკოლიდან, სადაც I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა ხორციელდება. სკოლა აქტიურად არის ჩართული მთლიანი სკოლის გაუმჯობესებისა და STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის დანერგვის საკითხებში, ასევე წარმატებით მონაწილეობდა ავტორიზაციის პროცესის სიმულაციაში.

გალერეა