• ქართული
  • English

სიახლეები

ხაშურის N2 სკოლა მსოფლიო ბანკისა და I2Q პროექტის მხარდაჭერით განახლდა

I2Q პროექტის აღმასრულებელი დირექტორი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისთან ერთად ხაშურის სრულად რეაბილიტირებულ N2 საჯარო სკოლას ესტუმრა და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

სკოლის რეაბილიტაცია 2023 წლის ივლისში დაიწყო და 2025 წლის მარტში დასრულდა. დავით კაკიაშვილის სახელობის ქალაქ ხაშურის №2 საჯარო სკოლის შენობა რეაბილიტირდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. სკოლას აქვს საგანმანათლებლო საჭიროებისთვის საჭირო ყველა სივრცე, მათ შორის ფიზიკური აქტივობის დარბაზი და არის სრულად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის. დავით კაკიაშვილის სახელობის N2 საჯარო სკოლა გათვლილია 400 მოსწავლეზე.

სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, I2Q პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ.