• ქართული
  • English

სიახლეები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტები ადრეული განათლების პროფესიული განვითარების ინიციატივებზე მუშაობას აგრძელებენ

2025 წლის 12 ნოემბერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) ექსპერტებმა შეხვედრა გამართეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანი იყო საბავშვო ბაღის საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული ზრდის მხარდაჭერის მიმდინარე თანამშრომლობის შეჯამება და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. შეხვედრაზე აღინიშნა ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში შემუშავებულ საკვანძო რესურსებსა და ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი პროფესიული გაძლიერების სისტემის დანერგვის აუცილებლობას.

მხარეებმა განიხილეს აღმზრდელების, აღმზრდელ-პედაგოგებისა და ადმინისტრაციული პერსონალის კომპეტენციების გასაუმჯობესებლად შექმნილი ინსტრუმენტებისა და მასალების ერთობლიობა. ყურადღება გამახვილდა უწყვეტი პროფესიული გაძლიერების (CPE) ახალ სქემასთან სრულ შესაბამისობაში არსებულ მომზადება-გადამზადების ტრენინგ მოდულებზე.

მონაწილეებმა ისაუბრეს ბოლოდროინდელ პროგრესზე და განიხილეს იმ შეხვედრის დეტალები, როდესაც CPE სქემა განახლდა ცენტრის ადრეული განათლების პროგრამის ხელმძღვანელობასთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მათი ინსტრუქციების გათვალისწინებით.

I2Q პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა SDSU-სა და ცენტრს შორის არსებულ მჭიდრო და პროდუქტიულ პარტნიორობას და ერთობლივი ძალისხმევით მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგები აღნიშნა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტებს გაწეული სამუშაოსა და შემუშავებული რესურსებისთვის. მან დიდი ინტერესი გამოხატა CPE სქემის მიმართ და დაადასტურა ცენტრის მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სქემის წარმატებით დანერგვას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციით.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, ცენტრისა და I2Q პროექტის ერთობლივი მჭირდო თანამშრომლობა და მისწრაფება, ხელი შეუწყონ საქართველოს ადრეული განათლების სფეროში მომუშავე პერსონალის პროფესიონალიზმისა და შესაძლებლობების ამაღლებას.