• ქართული
  • English

სიახლეები

I2Q პროექტის მიღწევები ზოგად განათლებაში: IBF Expertise S.A.-მ შემაჯამებელ კონფერენციაზე ანგარიში წარმოადგინა

ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის (I2Q) ფარგლებში, ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული სამუშაოების ანგარიში 4 ნოემბერს შემაჯამებელ კონფერენციაზე საკონსულტაციო კომპანია IBF Expertise S.A.-მ წარადგინა. ღონისძიებაზე მოწვეული დაინტერესებული მხარეები გაეცნენ მიმდინარე თანამშრომლობის შედეგებს.

კონფერენციას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სკოლების, რესურსცენტრებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა, I2Q-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ, მსოფლიო ბანკის განათლების სპეციალისტმა ანა ბერძენაძემ და IBF Expertise S.A.-ს მენეჯერმა კიარა მინელიმ.

IBF Expertise S.A. 2022 წლის აგვისტოდან 12 ექსპერტის მონაწილეობით მუშაობს ხელშეკრულებაზე, რომელიც ითვალისწინებს „სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას ზოგად განათლებაში“. თანამშრომლობა 2026 წლის თებერვალში დასრულდება.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯონ ჰენლიმ და სხვა ექსპერტებმა წარმოადგინეს დეტალური ანგარიში და მიმოიხილეს პროექტის ფარგლებში ძირითადი თემატური მიმართულებებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.

სკოლების გარე ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის (ავტორიზაციის) განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შემდეგი სამუშაო ჩატარდა:

  • შემუშავდა ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტი;
  • შეიქმნა სკოლების ავტორიზაციის სახელმძღვანელო
  • სსიპ – ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ჩართულობით გადამზადდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ხარისხის უზრუნველყოფის 150 ექსპერტი;
  • ჩატარდა საორიენტაციო შეხვედრები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსთვის;
  • შერჩეულ სკოლებში ჩატარდა ავტორიზაციის პროცესის პილოტირება და შემუშავდა რეკომენდაციები;
  • მომზადდა ავტორიზაციის საუკეთესო პრაქტიკის დოკუმენტი;
  • შემუშავდა და პილოტირება გაიარა ავტორიზაციის ექპერტთა შეფასების მექანიზმმა;
  • ჩატარდა სკოლების ავტორიზაციის პროგრესის შეფასება ავტორიზებული სკოლების და ძირითადი ჩართული მხარეების მონაწილეობით. მომზადდა 2024-2025 წლების ანგარიშები.

 სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის 50 საპილოტე სკოლის ჩართულობით:

  • შემუშავდა და პილოტირება გაიარა სკოლის გაუჯობესებისა და უწყვეტი განმავითარებელი შეფასების მექანიზმებმა. მომზადდა პილოტირების ანგარიში და დანერგვის გეგმა;
  • მოსამზადებელი ტრენინგები და სემინარები გაიარეს პილოტირებაში ჩართული სკოლების მასწავლებლებმა და დირექტორებმა;
  • განახლდა უწყვეტი განმავითარებელი შეფასების არსებული მექანიზმები და შემუშავდა ტრენინგ-მოდული ეროვნული მაგალითებით;
  • შემუშავდა მთლიანი სკოლის გაუჯობესების თემაზე 12 ტრენინგ-მოდული პედაგოგებისთვის და სკოლის დირექტორებისთვის;
  • გაანალიზდა სკოლის სახელმძღვანელოების/ელექტრონული რესურსების გამოყენების ეფექტიანობა და შემუშავდა გაუმჯობესების რეკომენდაციები;
  • სკოლებისთვის შემუშავდა მონაცემთა ანალიზისა და გამოყენების სახელმძღვანელო.

პროექტის სამიზნე 201 სკოლაში წარმატებით დაინერგა STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა, რისთვისაც შემდეგი სამუშაოები ჩატარდა

  • 201 სკოლა აღიჭურვა STEAM საგანმანათლებლო რესურსებით;
  • STEAM საგანმანათლებლო პროგრამის პილოტირება ჩატარდა 200 სკოლაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 5000-მდე მოსწავლემ და საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგმა;
  • პროგრამის პილოტირების მიზნებისთვის გადამზადდა 201 საპილოტე სკოლის 400 პედაგოგი;
  • შეიქმნა 13 STEAM ინოვაციური LAB, რომლებიც აღიჭურვა საგანმანათლებლო რესურსებითა და ავეჯით;
  • STEAM ინოვაციური პროექტების კონკურსი ჩატარდა 150-მდე სკოლის მონაწილეობით. პროექტში გამარჯვებული 30 სკოლა დაჯილდოვდა ეროვნულ კონფერენციაზე. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 2000 მეტმა მოსწავლემ;
  • საფუძველი ჩაეყარა თანამშრომლობას ჰარვარდის უნივერსიტეტთან ღია სასწავლო რესურსების (LabXchange) საქართველოს სკოლებში გამოყენებასთან დაკავშირებით. რესურსების გამოყენების მიზნით მომზადება გაიარეს 80 სკოლის მასწავლებლებმა, ხოლო 10 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა წარმატებით დაასრულეს LabXchange ელჩების პროგრამა;
  • შემუშავდა STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის პილოტირების ანგარიში და ეროვნულ დონეზე დანერგვის გეგმა.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა ზოგადი განათლების პოლიტიკის შესწავლის კუთხით, რის შედეგადაც შემუშავდა გაუმჯობესების  რეკომენდაციები.

  • მომზადდა საჯარო სკოლის დირექტორთა შერჩევის, დანიშვნისა და პროფესიული განვითარების სქემის ანალიზი და შემუშავდა რეკომენდაციების პაკეტი;
  • სკოლის ავტორიზაციის პროგრეს ანგარიშების საფუძველზე მომზადდა გაუმჯობესების რეკომენდაციები;
  • შემუშავდა ზოგადი განათლების სისტემის დეცენტრალიზაციისა და სკოლის მართვის გაუმჯობესების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა;
  • შემუშავდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა შენობა-ნაგებობების მშენებლობის სტანდარტები.

პროექტის მნიშვნელოვანი მიღწევაა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურზე (მე-10 კლასი) ეროვნული შეფასების სისტემის განვითარების მიმართულებით ჩატარებული სამუშაო

  • შემუშავდა ზოგადი განათლების ეროვნული შეფასების პოლიტიკის ჩარჩო დოკუმენტი;
  • სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებისთვის ჩატარდა TAO პლატფორმის ადმინისტრაციული და ტექნიკური ტრენინგები;
  • განხორციელდა TIMSS-ის საერთაშორისო შეფასების 2023 წლის ციკლში საქართველოს მონაწილეობის სრული საფასურის გადახდა;
  • შეირჩა და მომზადება გაიარა 300 მეტმა ტესტის შემქმნელმა სპეციალისტმა, ტესტების განვითარების კომიტეტის წევრმა და სტანდარტების დამდგენი კომიტეტის შემადგენლობამ სამიზნე 6 საგნობრივ ჯგუფში /12 საგანში;
  • შემუშავდა ტესტური დავალებების ბანკის პირველადი ვერსია მე-10 კლასის 6 საგნობრივ ჯგუფში /12 საგანში;
  • ჩატარდა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების სასწავლო ვიზიტი ნიდერლანდების შეფასების ცენტრში (CITO);
  • შემუშავდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (მე-10 კლასი) ეროვნული შეფასების სისტემის პილოტირების და ეროვნულ დონეზე დანერგვის გეგმა.

ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებს საფუძვლად დაედო ზოგადი განათლების სისტემური შეფასების მრავალკომპონენტიან სადიაგნოსტიკო კვლევა, რომელიც I2Q პროექტის ფარგლებში 2022 წელს ჩატარდა.

პროექტის სხვადასხვა თემატურ მიმართულებაში მომზადება გაიარა პროექტის სამიზნე 200 საპილოტე სკოლის 1500 მეტმა მასწავლებელმა და სკოლის დირექტორმა.