• ქართული
  • English

სიახლეები

STEAM პროექტების ეროვნული კონკურსის შესარჩევი მორიგი ტური ქუთაისში ჩატარდა

19-20 ნოემბერს ქუთაისმა უმასპინძლა STEAM პროექტების ეროვნული კონკურსის – „მომავლის საქართველო“ მეორე ეტაპის შესარჩევ ტურს. ორდღიან ღონისძიებაზე იმერეთის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეების საპილოტე სკოლებმა წარმოადგინეს STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის ფარგლებში შექმნილი ინოვაციური პროექტები.

კონკურსს დაესწრო I2Q პროექტის ზოგადი განათლების ხელმძღვანელი და საერთაშორისო STEAM ექსპერტი, პროფესორი ჯეფრი ნოვაკი, რომელმაც ქართველი მოსწავლეების მიღწევები შეაფასა: „ძალიან ბევრი ქვეყნის კონკურსებს დავსწრებივარ, თუმცა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართველმა ბავშვებმა მოლოდინს გადააჭარბეს. თქვენ ძალიან ნიჭიერები ხართ და ეს ნიჭიერება თქვენ ირგვლივ არსებული პრობლემების მოსაგვარებლად უნდა გამოიყენოთ“.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ექსპერტმა და I2Q პროექტის ხელმძღვანელმა მონაწილე სკოლებს სერტიფიკატები გადასცეს.

გამოვლენილი საუკეთესო პროექტები წარმოდგენილი იქნება თბილისში, ნოემბრის ბოლოს, „მომავლის საქართველოს“ ეროვნული კონკურსის დასკვნით STEAM კონფერენციაზე.

აქტივობა ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (WB)“ პროექტის ფარგლებში. I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ფარგლებში საკონსულტაციო სამუშაოებს ასრულებს საერთაშორისო კონსორციუმი IBF Expertise S.A. სკოლებს მხარდაჭერას და კონსულტაციებს 2024-2025 აკადემიური  წლის განმავლობაში საკონსულტაციო კომპანიის IBF Expertise SA საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი ჯეფრი ნოვაკი უწევს.