პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი“ საკოორდინაციო საბჭომ მიმდინარე პროგრესი განიხილა
19 დეკემბერს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის (WB) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი“ (I2Q) – საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. პროექტის მართვის გუნდმა საბჭოს წევრებს 2025 წლის პროგრესის ანგარიში წარუდგინა და ადრეული, ზოგადი და უმაღლესი განათლების მიმართულებით მიღწეულ ძირითად შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სამომავლო სტრატეგიული ნაბიჯები. საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, რომლებიც პროექტის ზედამხედველობას ახორციელებენ, მიზნობრივი რეკომენდაციები გასცეს და პრიორიტეტულ საკითხებზე დეტალური განმარტებები მიიღეს.

