• English
  • ქართული

CIF-ის შესახებ

რა არის CIF?

I2Q პროექტის მე-3 კომპონენტის ფარგლებში, უმაღლესი განათლების სფეროში დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF).

CIF-ის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფ მოდერნიზაციას და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებას. მათ შორის, CIF ორიენტირებულია სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე.

CIF ეხმაურება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრიორიტეტებს და ხელს უწყობს უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას – საერთაშორისო აკრედიტაციის მინიჭების, უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ერთობლივი აკადემიური ხარისხის მოპოვებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად განვითარების მიზნით.

CIF წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს, რომელიც ახალისებს საჯარო და კერძო, მათ შორის, რეგიონული, უნივერსიტეტების თანამშრომლობას.

CIF უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აძლევს შესაძლებლობას:

  • განახორციელონ თავიანთი სტრატეგიული განვითარების გეგმები სახელმწიფოს და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესაბამისად;
  • დაუახლოვონ საგანმანათლებლო პროგრამები საერთაშორისო სტანდარტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს;
  • დანერგონ ინოვაციური პრაქტიკა სასწავლო და კვლევით გარემოში.

CIF-ის ორგანიზაციული მოწყობა

CIF ჩამოყალიბებულია, როგორც სამინისტროს მიერ კოორდინირებული საკონკურსო გრანტების გაცემის მექანიზმი.

CIF-ის ადმინისტრირების ერთეული შედგება 4 თანამშრომლისგან: ადმინისტრირების ერთეულის ხელმძღვანელი, იურისტი, ფინანსისტი და განათლების სპეციალისტი.

CIF-ის ფარგლებში 2022-2023 წლებში ორი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. ჯამში, ორი კონკურსის ფარგლებში, 4,2 მილიონი აშშ დოლარით 27 საგრანტო პროექტი და 25 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაფინანსდა.

ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (WB)