მოწვევა ინტერესის გამოსახატად: საკონსულტაციო მომსახურება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისთვის
გამოქვეყნებულია:
3 ივნისი, 2022
ძალაშია:
26 ივლისი, 2022
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, პროგრამის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, იწვევს კომპანიებს (კონსულტანტებს) გამოხატონ ინტერესი შემდეგი მომსახურების განსახორციელებლად: „საკონსულტაციო მომსახურება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისთვის“.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ განაცხადი ინგლისურ ენაზე.
განცხადებების შემოტანის ბოლო ვადაა 2022 წლის 26 ივლისი, 17:00 საათი.