მოწვევა ინტერესის გამოსახატად: მოკლევადიანი (ადგილობრივი) კონსულტანტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის განათლებისა და მეცნიერების 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დასახმარებლად
გამოქვეყნებულია:
12 სექტემბერი, 2024
ძალაშია:
12 სექტემბერი, 2024
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (WB) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, იწვევს უფლებამოსილ და კვალიფიციურ ინდივიდუალურ კონსულტანტებს წარმოადგინონ განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაცია შემდეგი დავალებისთვის: მოკლევადიანი (ადგილობრივი) კონსულტანტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის განათლებისა და მეცნიერების 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დასახმარებლად.
დოკუმენტაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2024 წლის 26 სექტემბრის 17:00 საათი.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ განაცხადი ინგლისურ ენაზე.