• ქართული
  • English

კომპონენტი 1

ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

კომპონენტის ამოცანაა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაზრდა. სამუშაოები რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს.

კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგების საფუძველზე, დაიგეგმა და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და პროგრამების ხარისხის ამაღლებაზე მუშაობა. მათ შორის, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვის ხელშეწყობა, აღმზრდელ-პედაგოგთა და აღმზრდელთა სახელფასო პოლიტიკის ფორმირება და მათი პროფესიული განვითარების ჩარჩოს განსაზღვრა, ანგარიშგების სისტემის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვადასხვა პასუხისმგებელი უწყების ეფექტურ თანამშრომლობას და მტკიცებულებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის აღსრულებას, ადრეული განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამების განვითარებას და სხვა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით შემუშავებული ახალი კონცეფციის განხორციელების მიზნით, რომელიც გულისხმობს სასკოლო მზაობისა და დაწყებითი განათლების ერთმანეთთან დაკავშირებას, 150 სკოლაში მიმდინარეობს სასკოლო მზაობის ჯგუფების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. საგანმანათლებლო პერსონალის პროფესიულ განვითარებას, ჯგუფების საჭირო ინვენტარით, საგანმანათლებლო რესურსებითა და ტექნიკით აღჭურვას უზრუნველყოფს  I2Q პროექტი.

კომპონენტის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად და კონტრაქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ეფექტურად შესასრულებლად, უზრუნველყოფილია კოორდინირებული თანამშრომლობა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიებთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების გაერთიანებებსა და დარგის სპეციალისტებთან.

კომპონენტით გათვალისწინებული ამოცანების კოორდინაციასა და  შესრულებას უზრუნველყოფს San Diego State University

კომპონენტი 1