• ქართული
  • English

კომპონენტი 4

განათლების მონაცემთა სისტემის განვითარება, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაძლიერება 

კომპონენტის განხორციელება მიზნად ისახავს განათლების სისტემის განვითარებაში ინფორმაციისა და მონაცემების ანალიზის როლის გაზრდას, ქმედითი და ფართო სპექტრის მონაცემების სწრაფი მოგროვებით, აგრეგაციითა და მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზით, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხელშეწყობას.

კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეფექტური მართვისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის, მონაცემთა საჭიროებების განსაზღვრა, ინფორმაციის მოგროვებისა და დამუშავების მეთოდების კვლევა, ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის დიაგნოსტიკური შეფასება, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მუშაობისა და მისი საქმიანობის  თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრა.

ჩატარებული შეფასების ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით განხორციელდება EMIS-ის ფუნქციების, პასუხისმგებლობის არეალის, მისიისა და სტრატეგიის განახლება/გაძლიერება ევროპის ან აშშ-ის წარმატებულ EMIS-თან დამეგობრების პროექტის საშუალებით. შემუშავდება მონაცემების შეგროვების, მართვის, გაცვლის, ანალიზის, დაცვის, ICT (ინფორმაციული ტექნოლოგიების)  და კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა. განათლების ყველა საფეხურისათავის შეიქმნება მონაცემთა ანალიტიკისა და ვიზუალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფა, სწავლების მართვისა და მენეჯმენტის  სისტემა (LMS). გაძლიერდება და საჭიროებისამებრ განახლდება  EMIS-ის პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.

კომპონენტის  ფარგლებში ასევე ჩატარდება დისტანციური სწავლების პროცესის, მასში გამოყენებული რესურსებისა და პლატფორმების კვლევა და პრობლემების იდენტიფიცირება. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავდება რეკომენდაციები და სატრენინგო რესურსი პედაგოგებისთვის, მათ შორის ელექტრონული და დისტანციური სწავლების მეთოდოლოგიის გამოყენების, რეკომენდირებული პლატფორმების, სასწავლო რესურსების შექმნისთვის საჭირო ინსტრუმენტების შესახებ.

 

 

კომპონენტი 4