• ქართული
  • English

პირველი საგრანტო კონკურსი

ზღვრებს მიღმა: ინოვაციების ხელშეწყობა ტრადიციებზე დაფუძნებულ უმაღლეს სამუსიკო განათლებაში

პროექტის განმახორციელებელი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

პროექტი: ზღვრებს მიღმა: ინოვაციების ხელშეწყობა ტრადიციებზე დაფუძნებულ უმაღლეს სამუსიკო განათლებაში

განხორციელების ვადა: პირველი თვე: 08/2023-09/2023; შემდგომი პერიოდი: 04/2024-05/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 322,700.00 ლარი

გრანტი: 289,240.00 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტის მიზანია ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების, ასევე, შემსრულებლობისა და უმაღლესი სამუსიკო განათლების ციფრული ტრანსფორმაციის გზით ინტერნაციონალიზაციის გაძლიერება. პროექტი ითვალისწინებს 2 ძირითად კომპონენტს: 1) ინგლისურენოვანი პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციას; 2) Eduroam-ისა და პროგრამული უზრუნველყოფა LOLA-ს (დაბალი შეყოვნების აუდიოვიზუალური ნაკადის ტექნოლოგია) დანერგვას TSC საშემსრულებლო და საგანმანათლებლო საქმიანობაში.

პირველი კომპონენტის ფარგლებში ევროპული კონსერვატორიების ასოციაციასთან აფილირებული სააგენტოს – MusiQuE-ს მიერ ხორციელდება საერთაშორისო აკრედიტაცია კონსერვატორიის შემდეგ ექვს ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებით:

  • საშემსრულებლო ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა
  • საშემსრულებლო ხელოვნების სამაგისტრო პროგრამა
  • კომპოზიციის საბაკალავრო პროგრამა
  • კომპოზიციის სამაგისტრო პროგრამა
  • მუსიკის ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
  • მუსიკის ტექნოლოგიის სამაგისტრო პროგრამა

აუდიოვიზუალური პროგრამული უზრუნველყოფის LOLA-ს იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს მრავალფეროვანი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას, კულტურათაშორისი   დიალოგის გაღრმავებასა   და   სოციალური   ერთობის განმტკიცებას, რაც შესაძლებელი   იქნება   მუსიკოს-შემსრულებლების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მიერ ციფრული მეთოდების გამოყენებით დისტანციური კონცერტების, რეპეტიციების, მასტერკლასების, საშემსრულებლო/შემოქმედებითი პროექტების და სასწავლო პროცესის წარმართვით.

 

ძირითადი აქტივობები

MusiQuE-თან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მიმდინარეობს საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი (თვითშეფასების წარდგენა, ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, ჯგუფის ვიზიტი, დასკვნის პროექტისა და დასკვნის მომზადება, გადაწყვეტილების მიღება). საერთაშორისო აკრედიტაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის (NCEQE) დასკვნის წარდგენა, აკრედიტაციის აღიარების მიზნით.

პროგრამული უზრუნველყოფა LOLA-ს და Eduroam-ის დანერგვის მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაციასთან „გრენა”, რომელიც კონსერვატორიას უზრუნველყოფს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით. ასევე, მიმდინარეობს Eduroam-ის ქსელში ჩართვა და კომპიუტერული უზრუნველყოფის სისტემის LOLA-ს ინტეგრირებისათის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა.

აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ფარგლებში, სიბელიუსის აკადემიის, ჰელსინკის ხელოვნების უნივერსიტეტის მიერ მოხდება კონსერვატორიის პერსონალის გადამზადება.

 

მდგრადობა

პროექტი მნიშვნელოვან გავლენას  მოახდენს  ინსტიტუციის  საგანმანათლებლო და  შემოქმედებითი საქმიანობის  ხარისხის,  ინტერნაციონალიზაციისა  და  მდგრადობის  გაძლიერების  მიმართულებით. კერძოდ:

  • აკრედიტაციის მოპოვება ხელს შეუწყობს კონსერვატორიის  ცნობადობასა  და  საერთაშორისო უსდ-ებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების    შემუშავების    ინიცირებისა და განხორციელების პროცესებს;
  • MusiQuE-ის მიერ აკრედიტებული პროგრამები ხელს შეუწყობს ევროპის ქვეყნებიდან სტუდენტების მოზიდვას, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს ინსტიტუციის მდგრადობას, მათ შორის, ხელს შეუწყობს საქართველოში საგანმანათლებლო ტურიზმის განვითარებას;
  • LOLA-ს დანერგვა ხელს შეუწყობს ქართველი და უცხოური უსდ-ების პერსონალისა და სტუდენტების მრავალფეროვანი კოლაბორაციული შემოქმედებითი პროექტების განხორციელების შესაძლებობის              გაზრდას           და          საფუძვლად, ინტერნაციონალიზაციის გაძლიერებას;
  • LOLA-ს დანერგვა ხელს შეუწყობს ფორსმაჟორულ ვითარებებში (პანდემია, საომარი მოქმედებები და   სხვ.) სასწავლო და შემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მდგრადობას;
  • LOLA-ს დანერგვა ხელს შეუწყობს კონსერვატორიის ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას საზოგადოებისა და მუსიკის ინდუსტრიებისათვის შესაბამისი სერვისის შეთავაზებით.