• ქართული
  • English

მეორე საგრანტო კონკურსი

მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინტეგრირება კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის სასწავლო გეგმაში

პროექტის განმახორციელებელი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

პროექტი: მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინტეგრირება კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის სასწავლო გეგმაში

განხორციელების ვადა: 06/2024 – 12/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 293,485.5 ლარი

გრანტი: 275,385.5 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტი მიზნად ისახავს  მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ინტეგრირებას KIU-ს კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის სასწავლო გეგმაში. პროექტი მოიცავს ოთხ ძირითად მიზანს:

  1. კომპიუტერული ინფრასტრუქტურის გაძლიერება – შესაძლებელს გახდის მოწინავე ხელოვნური ინტელექტის (AI) და მანქანური სწავლების (ML) ამოცანებზე მუშაობას. პროექტის შედეგად KIU-ში ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების (ML) ლაბორატორია შეიქმნება.
  2. სასწავლო გეგმის ინტეგრაცია – იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით (ნეირომეცნიერება-მედიცინის ინსტიტუტისა და მოწინავე სიმულაციის ინსტიტუტის ჩართულობით), იგეგმება ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანურ სწავლებაზე ფოკუსირებული არჩევითი კურსების შემუშავება და დანერგვა.
  3. საერთაშორისო სტაჟირების ზედამხედველობა – იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, შეიქმნება ერთობლივი სტაჟირების პროგრამა, რომელიც KIU-ს 16 სტუდენტს მისცემს ღირებული პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
  4. კოლაბორაციული დისერტაციის ზედამხედველობა – იულიხის კვლევით ცენტრი, KIU-სთან ერთად, ზედამხედველობას გაუწევს KIU-ს სტუდენტებს საბაკალავრო დისერტაციის წერისას.

 

მდგრადობა

KIU კამპუსში განთავსდება CIF-ის ფარგლებში შეძენილი კომპიუტერული აღჭურვილობა. ინფრასტრუქტურის მოვლა/მხარდაჭერა შესაძლებელი იქნება KIU-ს და პარტნიორი KUCA-ს – ა(ა)იპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის, ერთობლივი ძალისხმევითა და რესურსებით.

KIU მოტივირებულია პროექტის მე-2 მიზნის ფარგლებში დანერგილი არჩევითი კურსების განვითარებისა და მოდიფიკაციისთვის გამოყოს შესაბამისი რესურსები და უზრუნველყოს შერჩეული ინსტრუქტორების უწყვეტი მხარდაჭერა, საჭიროებისამებრ კი ახლის დაქირავება და მომზადება. ასევე, KIU აქტიურად გააძლიერებს კურსის შინაარსს სტუდენტებისა და ფაკულტეტის უკუკავშირისა და კურსის შეფასების საფუძველზე, ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების მოთხოვნების დაცვით.

KIU, ასევე, უზრუნველყოფს სრულ მხარდაჭერას მე-3 და მე-4 მიზნების მისაღწევად. ერთობლივი სტაჟირებისა და დისერტაციის ზედამხედველობის პროგრამების უმაღლეს დონეზე წარმატებით განხორციელების გზით, KIU მიზნად ისახავს, მოტივაცია მისცეს როგორც იულიხის კვლევით ცენტრს, ისე სხვა პოტენციურ პარტნიორებს, მსგავსი ინიციატივების თანადაფინანსებისთვის.