• ქართული
  • English

პირველი საგრანტო კონკურსი

სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ

პროექტის განმახორციელებლები: სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შპს – კავკასიის უნივერსიტეტი

პროექტი: სამეწარმეო განათლება, გზა ინოვაციის, თანასწორობისა და ხარისხისაკენ

განხორციელების ვადა: 09/2023 – 02/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 589,323 ლარი

გრანტი: 528,523 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტის მთავარი მიზანია, საქართველოს მხრიდან მონაწილე უსდ-ებში – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (SJSU) და კავკასიის უნივერსიტეტის (CU) ინოვაციური და მეწარმეობის შესაძლებლობების, ადამიანური და მატერიალური რესურსების ბაზის განვითარება. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება უსდ-ების ცოდნა-გამოცდილებისა და რესურსების გაზრდით, მათი სტრატეგიული მიზნებისა და გეგმების განახლებით და უნივერსიტეტის დაინტერესებული მხარეების ქსელების ინტენსიური განვითარებით, რაც დააკავშირებს უნივერსიტეტის ინტელექტს ინდუსტრიის რესურსებთან. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ბიზნესებსა და უნივერსიტეტებს შორის არსებული ქსელი და დანერგოს მრავალმხრივი მიდგომები.

 

ძირითადი აქტივობები

პროექტის საწყის ეტაპზე, პარტნიორ George Washington University-სთან ერთად, შემუშავდა მენეჯმენტის, დისემინაციისა და ხარისხის კონტროლის გეგმები, ასევე,  განახლდა 8 კურიკულუმი (5 – CU-ში, 3 – სჯსუ-ში). GWU-ს „ინოვაციებისა და მეწარმეობის“ ოფისის წარმომადგენლების მიერ, სჯსუ-ში ჩატარდა ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ტრენინგები. აღნიშნული ტრენინგების შემდგომ, დაარსდა „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი/ლაბორატორია“, რომლის მეშვეობით, პარტნიორი უნივერსიტეტების გამოცდილებების გაზიარებითა და გადამზადებით, შესაძლებელი გახდება სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის სამეწარმეო და ინოვაციური რესურსების დაკავშირება ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს. „ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის/ლაბორატორიის“ პერსონალისა და სტუდენტების ტრენინგები პროექტის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტის დასასრულს, იგეგმება აქსელერაციის პროგრამის პილოტირება CU/სჯსუ ერთობლივი ბუთქემფის მეშვეობით. ეს ღონისძიება ემსახურება ცნობიერების ამაღლებას და სტუდენტების ინტერესის გაღვივებას. აქტივობა ასევე კარგი საშუალებაა შემუშავებული ინსტრუმენტებისა და მეთოდების საჯაროდ პრაქტიკულად დემონსტრირებისთვის.

 

მდგრადობა

პროექტის შედეგები სრულად მდგრადია, რადგან თავად პროექტის სტრუქტურა აერთიანებს რეგულარული და ინტეგრირებული სწავლა-სწავლების პრაქტიკისა და ერთეულების განვითარებას, რომლებიც სრულად იქნება მხარდაჭერილი უნივერსიტეტის მიერ და დაფინანსდება როგორც მისი ყოველდღიური ოპერაციების ნაწილი. პროექტის აქტივობები მიზნად ისახავს უფრო ძლიერი თანამშრომლობის განვითარებას მეწარმეობისა და ინოვაციების კუთხით და განათლების ხარისხის გაზრდის ჩარჩოს შემუშავებას როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ დონეზე. გარდა ამისა, საუნივერსიტეტო სტრატეგიების შემუშავება უზრუნველყოფს გრძელვადიან მდგრადობას მეწარმეობისა და ინოვაციების შემდგომი წინსვლისთვის უნივერსიტეტის გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების დონეზე. ეს არის თანამშრომლობა, რომელიც სჯსუ-მ და CU-მ ააგეს საჯარო-კერძო პარტნიორობის მხარდასაჭერად, ასევე ეროვნული და საერთაშორისო ზრდის ხელშესაწყობად, რადგან პასუხისმგებლობა ეკისრება ორივე მონაწილეს, გამონაკლისების გარეშე.