• ქართული
  • English

მეორე საგრანტო კონკურსი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ შექმნა მთის უნივერსიტეტთან (მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი) თანამშრომლობით

პროექტის განმახორციელებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

პროექტი: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის „მთიანი ტერიტორიების მდგრადი განვითარება“ შექმნა მთის უნივერსიტეტთან (მილანის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი) თანამშრომლობით

განხორციელების ვადა: 06/2024 – 11/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 284 502 ლარი

გრანტი: 275 967 ლარი

 

მოკლე აღწერა

საგრანტო პროექტი მიზნად ისახავს სტუ-ს საგანმანთლებლო სივრცეში რესურსების მობილიზებითა და მილანის უნივერსიტეტის კვლევით ცენტრთან (მთის უნივერსიტეტთან, სადაც მსგავსი პროგრამა ხორციელდება) თანამშრომლობით, შექმნას ინგლისურენოვანი ტრანსდისციპლინური სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც წარმოაჩენს სფეროს უახლეს ტენდენციებს, სწავლა-სწავლების ინოვაციურ მეთოდებს. პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთი პროფესიონალების ჩამოყალიბებას, რომლებსაც შეეძლებათ ხელი შეუწყონ მთის ტერიტორიების გაძლიერებას, განვითარებას და მდგრად მართვას ინოვაციური მიდგომებისა და სისტემური ხედვის გამოყენებით.

 

ძირითადი აქტივობები

პროექტის ფარგლებში საწყის ეტაპზე განხორციელდება მდგრადი განვითარებისა და მთის სწავლებების საერთაშორისო გამოცდილების ანალიზი. შესწავლილ იქნება, ასევე, შრომის ბაზარზე შესაბამისი პროფილის სპეციალისტებზე არსებული მოთხოვნა (ჩატარდება თვისებრივი კვლევა). გაანალიზდება, აგრეთვე, საქართველოს მთიანი ტერიტორიების არსებული მდგომარეობა მდგრადი განვითარების ჭრილში.

უშუალოდ საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებამდე, ფორმირდება პროგრამის კონცეფცია და ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი. ადგილზე გაეცნობიან ვითარებას იტალიელი პარტნიორები.

პროგრამის გამართული მუშაობისა და სტუდენტთათვის პრაქტიკული / პროფესიული უნარების განვითარების მიზნით, სტუ აღიჭურვება შესაბამისი ლაბორატორიული მოწყობილობებით (მათ შორის, დრონითა და ნიადაგის მობილური ლაბ. კომპლექტი).

პროექტის ფარგლებში პროგრამის შემუშავებაზე სტუ-სთან ერთად იმუშავებენ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო.

პროექტის ბოლოს, საქართველოს ერთ-ერთი მთიან მუნიციპალიტეტის დაცულ ტერიტორიაზე, პარტნიორების ჩართულობით, მილანის უნივერსიტეტით მენტორობით დაინტერესებული საზოგადოებისათვის (მთიანი მუნიციპალიტეტების შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისა და სტუდენტებისათვის) დაორგანიზდება საერთაშორისო სეზონური სკოლა: “მთის მდგრადი განვითარების სწავლება”.

 

მდგრადობა

პროექტის ფარგლებში მონაცემთა შეგროვებისა და ინფორმაციის დამუშავების მექანიზმის ცენტრალურ და რეგიონული მმართველობის სისტემაში, რეგიონის მდგრადი განვითარების მონიტორინგში ინტეგრირებით/დანერგვით შესაძლებელია მიღებული შედეგების მდგრადობის შენარჩუნება;

მიღებული პრაქტიკა მოგვცემს მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ ეკონომიკური სისტემის მდგომარეობის დროში შეფასების შესაძლებლობას; სახელმწიფო და მუნიციპალურ ადმინისტრაციულ სისტემასთან შესაბამისობას; მონაცემთა წარდგენის ოპერატიულობას; ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობას და ა. შ.

პროექტის ფარგლებში შეძენილი აღჭურვილობა გამოყენებული იქნება სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისათვის, როგორც სასწავლო სწავლებისათვის ასევე სამეცნიერო კვლევებისათვის; პროექტის მდგრადობა, ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება ახალ სამაგისტრო პროგრამაზე არსებული მზარდი მოთხოვნით.