• ქართული
  • English

მეორე საგრანტო კონკურსი

სამაგისტრო პროგრამა: უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია (HERI)

პროექტის განმახორციელებელი: სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტი: უმაღლესი განათლება, კვლევა და ინოვაცია (HERI)

განხორციელების ვადა: 06/2024 – 11/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 291,405.45 ლარი

გრანტი: 282,265.45 ლარი

 

პროექტის აღწერა

პროექტი მიზნად ისახავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ილიაუნი), ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტზე, უმაღლესი განათლების, კვლევის და ინოვაციების სამაგისტრო პროგრამის შექმნას. პროგრამა იქნება ინგლისურენოვანი და პირისპირ სწავლების ფორმატში განხორციელდება. თუმცა, ასევე, შექმნის შესაძლებლობას საერთაშორისო აკადემიური პერსონალის დისტანციური ჩართულობისთვის. პროგრამის შესაქმნელად ილიაუნი ითანამშრომლებს ტამპერეს უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების ჯგუფთან. აგრეთვე, განხილული იქნება, ილიაუნის და ტამპერეს სტუდენტების მობილობის საკითხი. პროგრამის მიზნები თანხვედრაშია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის სტრატეგიულ მიზნებთან და პრიორიტეტებთან როგორც უმაღლეს განათლებაში ინოვაციურობის, მრავალფეროვნების და ინკლუზიურობის ხელშეწყობის, ისე აკადემიური პროგრამების და სტუდენტური წარმომადგენლობითი ორგანოს ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაცია.

 

ძირითადი აქტივობები

პროექტის განხორციელება მიმდინაორებს ოთხ ძირითად მიმართულებად. თავდაპირველად, კურიკულუმის შემუშავებამდე ხორციელდება უმაღლესი განათლების სექტორისა და შრომის ბაზრის კვლევა, რაზე დაყრდნობითაც დაიხვეწება პროგრამის შინაარსი. პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ტამპერეს უნივერსიტეტის მხარდაჭერით, კვალიფიკაციას აიმაღლებს თეორიის, კვლევის და პრაქტიკის თანამედროვე მიმართულებების, აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევის მიმართულებით. ბუნებრივია, პროექტის განხორციელების დიდი ნაწილი უკავშირდება უშუალოდ კურიკულუმზე, სასწავლო კურსებზე, სტაჟირებებსა თუ მობილობის კომპონენტებზე მუშაობას.

პროექტის დასკვნითი ეტაპი ითვალისწინებს აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების გათვალისწინებით, პროგრამის სააკრედიტაციო პაკეტის მომზადებასა და საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად წარდგენას.


მდგრადობა

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული საერთაშორისო აკრედიტაციის კომპონენტი მტკიცე საფუძველს უყრის პროგრამის ხარისხსა და მიმზიდველობას. გამომდინარე იქიდან, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და ტამპერეს უნივერსიტეტს უკვე გააჩნიათ  წარმატებული კოლაბორაციის გამოცდილება, პროექტის ჯგუფი გეგმავს განაცხადის შეტანას ერაზმუს პლუსის პროგრამაში, რაც აკრედიტაციის მოპოვების შემდეგ დამატებით შესაძლებლობებს შექმნის სტუდენტების და პერსონალის მობილობის და ერთობლივი კვლევითი შესაძლებლობების მიმართულებით.