• ქართული
  • English

პირველი საგრანტო კონკურსი

უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა

პროექტის განმახორციელებლები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტი: უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა

განხორციელების ვადა: 09/2023 – 03/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 314,433.00 ლარი

გრანტი: 290,033.00 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტი ხელს შეუწყობს (ა) სტუდენტური და აკადემიური ინოვაციების კულტურას, (ბ) სამეწარმეო საქმიანობას სასწავლო გეგმის, კოკურიკულარული ინოვაციებისა და სტუდენტების სივრცეების მეშვეობით, და (გ) სტარტაპების მხარდაჭერის სისტემის განვითარებას და სტარტაპების შექმნას ილიაუნში.

აღნიშნული უზრუნველყოფილი იქნება განახლებული სამეწარმეო განათლების კურსებითა და ახალი კოკურიკულარული გუნდის განვითარებისა და აქსელერაციის სერვისების შემუშავებით (ინტენსიური პროგრამების, მიზნობრივი პროექტების, ბუთქემფების, სტარტაპ კონკურსების, პრე-აქსელერაციის პროგრამების მეშვეობით, და ა.შ.). ამასთან, პროექტი დაეხმარება სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და აკადემიურ პერსონალს ითანამშრომლონ იდეურ დონეზე და განავითარონ ინოვაციები, რომელთაც ექნებათ იდეებიდან ბაზარზე ხელმისაწვდომ პროდუქტებად გარდაქმნის პოტენციალი.

 

ძირითადი აქტივობები

პროექტის ფარგლებში იქმნება ილიაუნისა და სან დიეგოს (SDSU) ქსელი აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების უწყვეტი გეგმის შემუშავების მიზნით. კალიფორნიაში დაგეგმილია, ასევე, 10 დღიანი ტრენერთა ტრენინგის (ToT) ჩატარება და SDSU-ს კურსებზე, მეთოდოლოგიაზე, სერვისებსა და პროგრამებზე დაყრდნობით, ToT პროგრამის შემუშავება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ილიაუნის არსებულ სილაბუსებში (მეწარმეობა (ქართ) BBA, პრაქტიკული მეწარმეობა (ქართ) BBA, პრაქტიკული სოციალური მეწარმეობა (ქართ) BBA, შესავალი მეწარმეობაში (ინგ) BBA, შესავალი მეწარმეობა კულტურაში (ქართ) კულტურის მენეჯმენტში) სამეწარმეო განათლების ახალი მიდგომების დანერგვა. განახლებული სასწავლო გეგმის დანერგვის შედეგად, სარგებლის მიღებას წლიურად 1300-ზე მეტი სტუდენტი შეძლებს.

პროექტი ითვალისწინებს ექსტარკურიკულარული პრე-აქსელერაციის პროგრამის განვითარებას. SDSU-ს მხარდაჭერით, ილიაუნი შექმნის განახლებულ ექსტარკურიკულარულ სამეწარმეო კურს/მოდულს -გუნდური მეწარმეობა – პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ილიაუნის ყველა სტუდენტისთვის.

პროექტი, ასევე, მიზნად ისახავს ინოვაციური განვითარების კონცეფციის შექმნას, რომელიც პოტენციური სტუდენტური საცხოვრებლის გეგმაში გაერთიანდება და საცხოვრებელს სამეწარმეო აქტივობებთან და ინოვაციურ განათლების პროგრამებთან დააკავშირებს.

 

მდგრადობა

პროექტის განხორციელების შედეგად მიღწეული შედეგები (რეფორმირებული სილაბუსები, გადამზადებული პერსონალი და ToT პროგრამა, ექსტრაკურიკულარული პროგამა…) გახდება ფორმალური სასწავლო გეგმებისა და უნივერსიტეტში ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების პროგრამირების განუყოფელი ნაწილი.   პროგრამებისა და რეფორმის მდგრადობა უზრუნველყოფილია გადამზადებული ადამიანური რესურსითა და ილიაუნის ბიუჯეტით, რომელიც განკუთვნილია ერთობლივი კურიკულარული სერვისებისა და პრეაქსელერაციის პროგრამებსთვის.