• ქართული
  • English

მეორე საგრანტო კონკურსი

InnovaVet: ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება

პროექტის განმახორციელებლები: სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და შპს – ევროპის უნივერსიტეტი

პროექტი: InnovaVet: ვეტერინარული განათლების პროგრამების განვითარება

განხორციელების ვადა: 06/2024 – 11/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 519,204 ლარი

გრანტი: 502,104 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტის მიზანია საქართველოს ორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი) მიერ განხორციელებული ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა-გაძლიერება და ამ გზით, შრომის ბაზრისთვის ახალი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სამუშაო ძალის მომზადება და შეთავაზება, რაც განაპირობებს სახელმწიფოში ვეტერინარიის დარგის განვითარების ხელშეწყობას.

 

ძირითადი აქტივობები

პროექტის მიზნის მისაღწევად დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით აქტივობების განხორციელება, როგორებიცაა – ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებში სწავლა-სწავლების უახლესი და ინოვაციური მეთოდების დანერგვა და გაზიარება; უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაციისა და თანამშრომლობის გზით, პრაქტიკული და კლინიკური სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, საუნივერსიტეტო სავეტერინარო კლინიკებისთვის უახლესი აღჭურვილობის შესყიდვა;  უცხოელ ექსპერტებთან კონსულტაციისა და თანამშრომლობის გზით სასწავლო გეგმის (“კურიკულუმის”) მოდერნიზება მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; შრომის ბაზრის წარმომადგენლებთან/პოტენციურ დამსაქმებლებთან მჭიდრო კავშირების დამყარება ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების პრაქტიკული მომზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით.

 

მდგრადობა

პროექტის დასრულების შემდეგ, საუკეთესო პრაქტიკის სისტემატიზაციის მიზნით, პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტები – პროექტის მართვის სახელმძღვანელო, ხარისხის კონტროლის გეგმა, დისემინაციის გეგმა – გამოიყენება პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ მომავალი პროექტების ადმინისტრირებისას.

შეძენილი აღჭურვილობის ეფექტური გამოყენება უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკებში, რომლებიც წარმოადგენენ პარტნიორი უნივერსიტეტების ვეტერინარიის სტუდენტების კლინიკური და პრაქტიკული უნარების განვითარების ბაზებს და, აგრეთვე, თბილისის მასშტაბით და მის შემოგარენში შინაური ცხოველების სამედიცინო პუნქტს.

რაც შეეხება პოტენციურ სამომავლო დაფინანსებას, გარე დაფინანსება შეიძლება მიღებული იქნას პროექტის რიგი აქტივობების შედეგად. პროექტის დისემინაციის გეგმა ასახავს აქტივობებს, რომლებსაც შეუძლიათ გარე დაფინანსების მოზიდვა დაინტერესებული მხარეებისთვის პროექტის მიზნის, აქტივობებისა და მათი წარმატებით განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ. ასევე, პროექტის დასასრულს დაგეგმილი დასაქმების ფორუმი და დასკვნითი კონფერენცია, ასევე ქმნიან პლატფორმებს ურთიერთთანამშრომლობისა და ხილვადობისთვის. ამ ღონისძიებებმა შეიძლება მოიზიდოს გარე სპონსორები ან პარტნიორები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სავეტერინარო განათლების სფეროში მიმდინარე ინიციატივების მხარდაჭერით.