• ქართული
  • English

პირველი საგრანტო კონკურსი

OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (GIOSTE)

პროექტის განმახორციელებლები: სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კონსორციუმის შემადგენლობით შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU).

პროექტი:  OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (GIOSTE).

პროექტის განხორციელების ვადები: 09/2023 – 03/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 534 964.5 ლარი

გრანტი: 516 114.5 ლარი


მოკლე აღწერა

პროექტის მიზანია ობიექტურად სტრუქტურირებული სასწავლო პრაქტიკის (OSTE) პილოტირება, შეფასება და დანერგვა საქართველოს სამედიცინო საგანმანათლებლო სფეროში. OSTE (ობიექტურად სტრუქტურირებული სასწავლო პრაქტიკა), როგორც აკადემიური პერსონალის სწავლებისა და ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებისა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის ეფექტური მოდელი, უკვე გამოცდილია დასავლეთის ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს იქნება პირველი მსგავსი პროექტი საქართველოში, რომელიც ხელს შეუწყობს კადრების მომზადებას და მოდერნიზებული, ინტეგრირებული სასწავლო გეგმის სრულფასოვან განხორციელებას.


ძირითადი აქტივობები

პროექტით დასახული მიზნის მისაღწევად, უნივერსიტეტების სივრცეები უკვე აღიჭურვა OSTE-ს სიმულაციებისთვის.  OSTE-ს მოდელის ქართულ რეალობაზე მორგების მიზნით, შედგა სამუშაო შეხვედრები და შემუშავდა ტრენინგისა და შეფასების მასალები. ინგლისელი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულებით, OSTE-ს მეთოდოლოგიაში გადამზადდა აკადემიური პერსონალი. აგრეთვე, უნივერსიტეტებში დაინერგა  საპილოტე OSTE  და შემუშავდა OSTE-ს ქართული მოდელი.

პროექტის დასკვნითი ეტაპი ითვალისწინებს პროექტის შედეგების დისემინაციას, რაც გულისხმობს OSTE-ს მოდელის  რეგიონულ უნივერსიტეტებში დანერგვას, სტატიების საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებას, კონფერენციის ჩატარებას, OSTE-ს შემუშავებული გაიდლაინების და სასწავლო მასალების  ვებგვერდებზე ატვირთვას.


მდგრადობა

პროექტის განხორციელების, გავრცელებისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად ორივე პარტნიორ უნივერსიტეტში შეიქმნება მყარი პლატფორმა სამუშაო ჯგუფების გადამზადების მიზნით, ბრიტანელი საერთაშორისო ექსპერტების უშუალო ჩართულობით.