• English
  • ქართული

პირველი საგრანტო კონკურსი

CIF -ის პირველი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა 2022 წლის 30 ნოემბერს; საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული თემები გახლდათ: o   უცხო  ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით, ერთობლივი აკადემიური ხარისხის (მათ შორის, ე.წ. „ორმაგი ხარისხის“) მინიჭების და/ან საერთაშორისო აკრედიტაციის ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება; o   შრომის ბაზრის საჭიროებებზე (მათ შორის – საქართველოს რეგიონების სპეციფიურ საჭიროებებზე) მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება (სმარტსპეციალიზაცია, მესამე მისია და სხვ.); o   პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება; o   ინდუსტრიასთან/კერძო სექტორთან თანამშრომლობის ხელშეწყობა (დამსაქმებლის საჭიროებაზე მორგებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება (ერთობლივი სწავლება/ სტაჟირება, კვლევები/სხვა ინიციატივები  სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის, სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამები); o   სამეწარმეო განათლების განმავითარებელი პროექტები/პროგრამები.
  • CIF-ის პირველ საგრანტო კონკურსში განაცხადი გააკეთა 30-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ;
  • საგრანტო განაცხადები შეფასდა ღია ტენდერით შერჩეული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის მიერ;
  • შედეგად, დაფინანსდა 13 საგრანტო პროექტი, რომელთაგან 10 წარმოადგენდა კონსორციუმს, 3 კი ინდივიდუალურ უსდ-ს;
  • ჯამში, პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში 10 საჯარო და 7 კერძო უსდ დაფინანსდა.
OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (GIOSTE)

OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (GIOSTE)

პროექტის განმახორციელებლები: სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კონსორციუმის შემადგენლობით შპს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან (GAU). პროექტი:  OSTE-ს სადგურების

1 2 3