• English
  • ქართული

მეორე საგრანტო კონკურსი

გამოცხადდა 2023 წლის 28 სექტემბერს. CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა „სწავლის სფეროების კლასიფიკატორის“ შემდეგი ფართო სფეროების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის:
  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა;
  • ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები;
  • ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა;
  • სოფლის მეურნეობა,  მეტყევეობა,  მეთევზეობა,  ვეტერინარია;
  • განათლება; ვ) ჯანდაცვა, სოციალური კეთილდღეობა.
კონკურსის თემატიკა შემდეგნაირად განისაზღვრა:
  • სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინდუსტრიის/დამსაქმებლის საჭიროებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად, მათ შორის, საჯარო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობით, შექმნა/განვითარება/განხორციელება (ერთობლივი სწავლება/სტაჟირება ან/და სხვა ინიციატივები სწავლების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის, სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამები);
  • უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით, ერთობლივი აკადემიური ხარისხის (მათ შორის, ე.წ. „ორმაგი ხარისხის“) მინიჭების და/ან საერთაშორისო აკრედიტაციის ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეწყობა, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული უცხოური ორგანიზაციის აკრედიტაციის მინიჭების მიზნით.
  • მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოვიდა 46 განაცხადი.
  • საგრანტო განაცხადები შეფასდა ღია ტენდერით შერჩეული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის მიერ.
  • შედეგად, დაფინანსება მოიპოვა 14-მა საგრანტო განაცხადმა, საიდანაც 5 ინდივიდუალურად (1 უსდ-ის მიერ), ხოლო 9 - კონსორციუმის (2 ან მეტი უსდ-ის) მიერ იყო წარმოდგენილი.
  • ჯამში, მეორე საგრანტო კონკურსის ფარგლებში 10 საჯარო და 6 კერძო უსდ დაფინანსდა.
CyberShield: ინოვაციური ICT განათლება უსაფრთხო მომავლისთვის

CyberShield: ინოვაციური ICT განათლება უსაფრთხო მომავლისთვის

პროექტის განმახორციელებლები: სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და შპს – ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოში პროექტი:

მიკრომორფოლოგიური პრეპარატების ციფრული ბაზის შექმნა და მისი გამოყენება პათოლოგიური ანატომიის სასწავლო პროცესში ინოვაციური მოდულების და ხელოვნური ინტელექტის კომპონენტებზე დაფუძნებული სადოქტორო პროგრამის შესაქმნელად

მიკრომორფოლოგიური პრეპარატების ციფრული ბაზის შექმნა და მისი გამოყენება პათოლოგიური ანატომიის სასწავლო პროცესში ინოვაციური მოდულების და ხელოვნური ინტელექტის კომპონენტებზე დაფუძნებული სადოქტორო პროგრამის შესაქმნელად

პროექტის განმახორციელებლები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი პროექტი: მიკრომორფოლოგიური პრეპარატების ციფრული ბაზის

1 2 3