• ქართული
  • English

მეორე საგრანტო კონკურსი

ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და კვლევა

პროექტის განმახორციელებელი: სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტი: ბიოორგანულ პროდუქტთა სინთეზი და კვლევა

განხორციელების ვადა: 06/2024 – 06/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 281,400 ლარი

გრანტი: 272,958 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტის მიზანია საგანმანათლებლო სადოქტორო პროგრამის „ბიოორგანული ქიმია“ განვითარების მიზნით, ლაბორატორიების და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ხელსაწყო-დანადგარების შეძენა, ბიოორგანული ქიმიის ლაბორატორიის ბაზის მოწყობა, სწავლებაში სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენება, სწავლებაში და კვლევაში პოსტდოქტორანტურის სისტემის დანერგვა. ყოველივე ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას, დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესებას შრომის ბაზარზე, საგანმანათლებლო სისტემაში სამეცნიერო, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის (STEM) დარგებში გენდერული დისბალანსის აღმოფხვრას. აღსანიშნავია, ასევე, რომ პროექტის საკვანძო საკითხს წარმოადგენს ბიოლოგიურად და ფიზიოლოგიურად აქტიური ახალი ტიპის ალილირებული თიოშაქრებისა და ნიტროზოწარმოებულების პროდუქტთა სინთეზი და კვლევა, რაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული და ფიზიკური ქიმიის ლაბორატორიაში არსებული ხელსაწყო-დანადგარებით შესრულდება.

 

ძირითადი აქტივობები

პროექტის ფარგლებში იგეგმება ლაბორატორიული სივრცის გამოყოფა და შესაბამისი ხელსაწყო-დანადგარებით, ლაბორატორიული აღჭურვილობით, კომპიუტერული ტექნიკითა და საოფისე ავეჯით მოწყობა. ჩატარდება ბიოორგანულ ნაერთთა კვლევისათვის აუცილებელი გრძელვადიანი ტრენინგები, ასევე, შესწავლილ იქნება პროექტის ფარგლებში შეძენილი აპარატურის მართვის წესები. აღნიშნული ტრენინგების დასრულების შემდეგ, პროექტის ძირითადი მიზნების მისაღწევად, ჩატარდება სამეცნიერო კვლევები ლაბორატორიული აღჭურვილობის გამოყენებით და მიღებულ შედეგებზე გამოქვეყნდება სამეცნიერო სტატიები.

 

მდგრადობა

პროექტის განხორციელება არ არის დაკავშირებული რისკებთან, ვინაიდან, პროექტის შემსრულებლებს გააჩნიათ დიდი ექსპერიმენტული გამოცდილება ბიოორგანულ ნაერთთა სინთეზის მიმართულებით.

სადოქტორო პროგრამის „ბიოორგანული ქიმია“ განვითარებისათვის შეძენილი კვლევის ინსტრუმენტული ხელსაწყო-დანადგარებით და საოფისე ინვენტარით ბიოორგანული ქიმიის ლაბორატორიის შექმნა მნიშვნელოვანია პროექტის ფარგლებში კვლევის შედეგების მდგრადობის შესანარჩუნებლად და პროექტის დასრულების შემდეგ შეძენილი კარგი პრაქტიკის სისტემატიზირებისათვის, რადგან ბიოორგანულ ნაერთთა სრულყოფილი კვლევისათვის შეძენილი აპარტურა, ხელსაწყო-დანადგარები ეფექტურად იქნება გამოყენებული სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის შესასრულებლად პროექტის დასრულების შემდეგ სხვა ბიოლოგიურად და ფიზიოლოგიურად აქტიური სამკურნალო პრეპარატების ძიების ახალ გზაზე სადოქტორო პროგრამის „ბიოორგანული ქიმია“ ფარგლებში.

პროექტში დოქტორანტურის შემდგომი მკვლევარის ჩართულობით შესაძლებელი გახდება პოსტდოქტორანტურის სისტემის დანერგვა საგანმანათლებლო სისტემაში. პროექტში მონაწილე პოსტდოქტორანტი შეძლებს პროექტის ფარგლებში შეძენილი ცოდნის და უნარების ადეკვატურად გამოყენებას სამეცნიერო ასპარეზზე სხვადასხვა კონტექსტში, ინტელექტუალური საკუთრების შექმნაში და მეცნიერის კარიერულ განვითარებაში.

პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს კვლევების შედეგები ხელს შეუწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, ინოვაციური კვლევების განვითარებას, მათ მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესთან და კვლევაში ჩართვით ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის გაზრდას, ყოველივე გაზრდის სამომავლოდ როგორც შიდა ისე გარე დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.