• ქართული
  • English

მეორე საგრანტო კონკურსი

თსუ ICT საგანმანათლებლო-ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბი

პროექტის განმახორციელებელი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევრის უნივერსიტეტი და ვესტფალიის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

პროექტი: თსუ ICT საგანმანათლებლო-ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბი

განხორციელების ვადა: 07/2024 – 12/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 547,600.00 ლარი

გრანტი: 530,600.00 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტი მიზნად ისახავს ისეთი ცენტრის – განათლების, მეცნიერების და ინდუსტრიის დამაკავშირებელი ჰაბის შექმნას, რომელიც იქნება კომპიუტერული მეცნიერების განათლების გაუმჯობესების, ინდუსტრიული პრაქტიკის ინტეგრირების და STEM მიმართულებით გენდერული ინკლუზიურობის ხელშეწყობის მაგალითის მიმცემი და გამოცდილების გამზიარებელი ქვეყნის მასშტაბით.

პროექტის მიზანი წარმოადგენს სხვადასხვა კომპონენტების ერთობლიობას:

  • კომპიუტერული მეცნიერების არსებული საბაკალავრო პროგრამის მოდერნიზაცია და ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება (ორმაგი ხარისხის მინიჭების შესაძლებლობით კონსორციუმის მონაწილე პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად);
  • სწავლა-სწავლების უახლესი მეთოდების დანერგვა და მათი შესაბამისი სასწავლო მასალების და პერსონალის მომზადება-განახლების მუდმივი ციკლის უზრუნველყოფა/მხარდაჭერა. ამ პროცესში უნივერსიტეტის, ინდუსტრიის, კონსორციუმის წევრების, სტუდენტების და კურსდამთავრებულების მუდმივი ჩართულობის მექანიზმის შემუშავება;
  • სასწავლო პროგრამებზე გენდერული ინკლუზიურობის პოლიტიკის შემუშავება/განხორციელება;
  • სწავლების ICT უახლესი მეთოდების დანერგვა და ელექტრონული სწავლების ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ეფუძნება ხელოვნური ინტელექტის, ღრუბლოვანი ტექნოლოგიების და სხვა სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიმართულებების მიღწევებს.
  • უახლეს ICT ტექნოლოგიებზე და მეთოდებზე დაფუძნებული სწავლების უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურის შექმნა. ინფრასტრუქტურამ უნდა შეძლოს ელექტრონული სწავლების ისეთი თანამედროვე მეთოდების ტექნიკური და სისტემური მხარდაჭერა როგორიცაა: ონლაინ სწავლება, LMS სისტემის თანამედროვევე მოდულების ინტეგრაცია, კოლაბორაციული სწავლების მხარდაჭერა, Playground workshop-ები, Workforce partnerships, ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული 14 სისტემის (AI-driven systems), როგორიცაა Machine Learning–Powered Teachingassistants (TAs) დანერგვა.
  • არსებული გამოცდილებისა და მიღებული შედეგების რეგიონალური უნივერსიტეტებისათვის გაზიარება, მათი შემდგომი ჩართულობის მიზნით.

თანამშრომლობის შემოთავაზებული მოდელი აერთიანებს კონსორციუმის მონაწილე უნივერსიტეტების პარტნიორი ევროკავშირის/აშშ-ის კერძო სექტორის წარმომადგენლობას პროექტებში, რაც უზრუნველყოფს კვლევითი პროექტების და პროგრამების შინაარსის აქტუალურობას და შესაბამისობას ინდუსტრიის მოთხოვნებთან. ეს ინოვაციური მიდგომა ამდიდრებს სწავლის გამოცდილებას სტუდენტებისთვის, აძლევს მათ ცოდნას უშუალოდ ინდუსტრიის პროფესიონალებისგან. ასეთი სახის თანამშრომლობა აღრმავებს და ზრდის საერთაშორისო კვლევით პროექტებში საქართველოს მკვლევარების (მათ შორის, პერსპექტიული სტუდენტების) მონაწილეობის შესაძლებლობას.

 

ძირითადი აქტივობები

პროექტის ფარგლებში ხორციელდება კომპიუტერული მეცნიერების არსებული საბაკალავრო პროგრამის მოდერნიზაცია და განახლებული სილაბუსის შემუშავება. ამასთან, მიმდინარეობს კომპიუტერული მეცნიერების ახალი სამაგისტრო პროგრამის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც ხდება აღნიშნული პროგრამის კურიკულუმისა და სილაბუსების შემუშავება. აღნიშნული აქტივობების ფარგლებში მიმდინარეობს სასწავლო მასალების განახლება/შემუშავება.

მიმდინარეობს უახლეს ICT ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურის შექმნა. აღნიშნული აქტივობის ფარგლებში ხდება თანამედროვე  ელექტრონული სწავლების უზრუნველმყოფი ტექნოლოგიების ანალიზი და საჭირო ინფრასტრუქტურის შერჩევა, ჰაბის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა, ინფრასტრუტურის მომხმარებელი პერსონალის გადამზადება/მომზადება.

მიმდინარეობს სწავლების ICT უახლესი მეთოდების დანერგვა, რომლის ფარგლებშიც ხდება სწავლების თანამედროვე მეთოდების შესწავლა და შერჩევა, პერსონალის  მომზადება/გადამზადება სწავლების თანამედროვე მეთოდების მიმართულებით.

ამავდროულად, მიმდინარეობს სასწავლო პროგრამებზე გენდერული ინკლუზიურობის პოლიტიკის შემუშავება/განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ხდება საერთაშორისო თანამშრომლობის, მათ შორის, კვლევითი კოლაბორაციის  და გენდერული ინკლუზიურობის პოლიტიკის და განხორციელების გეგმის შემუშავება, გენდერული ბალანსის მიღწევის საკითხებზე საზოგადოების  გაცნობიერება.

ასევე, მიმდინარეობს პარტნიორი უსდ-ების გამოცდილების შესწავლა ინდუსტრიასთან კავშირში და ინდუსტრიასთან თანამშრომლობის გეგმის შემუშავება. დაგეგმილია ინდუსტრიის ჩართულობით სემინარების ჩატარება.

 

მდგრადობა

თანამედროვედ აღჭურვილი ჰაბი უზრუნველყოფს დიდი მონაცემების დამუშავებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს კვლევისა და სამრეწველო გრანტების მოზიდვას. ამავდროულად, განახლებული საბაკალავრო პროგრამები და შემუშავებული ინგლისურენოვანი ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა შინაარსობრივ საგანმანათლებლო-სამეცნიერო მდგრადობას განაპირობებს, მათ შორის, საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის კუთხით.