• English
  • ქართული

მეორე საგრანტო კონკურსი

სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში (IDEG)

პროექტის განმახორციელებლები: სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)  კონსორციუმის შემდეგი შემადგენლობით: სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ), შპს კავკასიის უნივერსიტეტი, მაგდებურგის ოტო-ფონ-გერიკის უნივერსიტეტი.

პროექტი: სადოქტორო განათლების ინტერნაციონალიზაცია საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში (IDEG)

განხორციელების ვადები: 06/2024-12/2025

პროექტის საერთო ღირებულება: 531 174 ლარი

გრანტი: 514 574 ლარი

 

მოკლე აღწერა

პროექტის მიზნები უკავშირდება დოქტორანტების მხარდაჭერის მექანიზმების გაძლიერებასა და პროგრამების ინტერნაციონალიზაციას. კერძოდ, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თსუ-ის სადოქტორო პროგრამების – “პროფესიული განათლება” (ინგლისურენოვანი, ოტო-ფონ-გუერიკე-მაგდებურგის უნივერსიტეტთან პარტნიორობით) და “განათლებისა და მეცნიერების ადმინისტრირება”(ერთობლივი ინგლისურენოვანი, ათენის უნივერსიტეტთან თანამშრომლებით) საერთაშორისო (FIBAA) აკრედიტაციის მოპოვება. აგრეთვე, თსუ-ში შეიქმნება სადოქტორო განათლების ხელშემწყობი საპილოტე განყოფილება და დოქტორანტურის ინსტიტუციური შესაძლებლობები გაძლიერდება თსუ-ს განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტში, CU-სა და აწსუ-ში. აღსანიშნავია, რომ ATSU-ს შეუძლია გამოიყენოს პროექტში მიღებული  გამოცდილება საკუთარ კონტექსტში მიღებული პრაქტიკის გასავრცელებლად. კავკასიის უნივერსიტეტი კი გამოცდილებას იძენს განათლების დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში და აძლიერებს განათლების სკოლას ინოვაციური შეთავაზებებით.


ძირითადი აქტივობები

პროექტის განხორციელება მოიცავს შემდეგ აქტივობებხ: სადოქტორო განათლების სერვისების ინტერნაციონალიზაციის საუკეთესო პრაქტიკის შესწავლის მიზნით სამაგიდე კვლევის ჩატარება, სადოქტორო განათლებასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების მიმოხილვა, განახლება და ოპერაციონალიზაცია, მოდულებისა და სასწავლო მასალების შექმნა, მობილობის პროგრამების შემუშავება, პერსონალის გადამზადება. ბუნებრივია, პროექტის სხვა მსხვილი აქტივობები უკავშირდება საერთაშორისო აკრედიტაციისთვის (FIBAA) სადოქტორო პროგრამების წარდგენას. აღსანიშნავია, რომ დასკვნითი ეტაპი გულისხმობს შედეგების დისემინაციას. კერძოდ, გათვალისწინებულია როგორც ერთობლივი სადოქტორო საპრეზენტაციო კონფერენციის ჩატარება, ასევე, სადოქტორო განათლების გამოწვევებზე ყოველწლიური კონფერენციების ორგანიზება. ამავდროულად, გამოქვეყნდება პუბლიკაცია სადოქტორო განათლების სერვისების ინტერნაციონალიზაციასთან დაკავშირებით.


მდგრადობა

პროექტის ფარგლებში შექმნილი სადოქტორო ერთეული მომავალშიც უზრუნველყოფს მდგრადობას ყველა რესურსის კონსოლიდაციითა და მიმდინარე აქტივობების შენარჩუნებით. ამ ერთეულის მიერ განიხილება ხოლმე პროგრამისისთის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობები, მათ შორის ინსტიტუციური, სამთავრობო თუ არასამთავრობო და საერთაშორისო.