• English
  • ქართული

სიახლეები

უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავებაში დაინტერესებული მხარეები აქტიურად ჩაერთვებიან

პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)“ ფარგლებში, უმაღლესი განათლების დაფინანსების მექანიზმების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შერჩეული საკონსულტაციო კომპანიის (IBF) კონსულტანტებსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საკონსულტაციო კომპანიამ წარმოადგინა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელის შემუშავების პირველადი ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, მოდელის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა და გათვალისწინებული იქნება მათი ინტერესები. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს როგორც სამინისტროსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები და მოლოდინები, ასევე, მიიღეს უკუკავშირი ძირითადი დაინტერესებული მხარეების მხრიდან.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, I2Q პროექტის და საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლები.