• English
  • ქართული

სიახლეები

სკოლამდელი განათლების მონაცემები EMIS-ის ერთიან ბაზაში ინტეგრირდება

ადრეული და სკოლამდელი განათლების გაუმჯობესების მიზნით პროექტის ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. დაგეგმილია სწავლების ამ საფეხურის მონაცემებისა და ინფორმაციის განათლების მართვის სისტემაში (EMIS) ინტეგრირება. ამასთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა I2Q პროექტის, საერთაშორისო კონსულტანტ ტრინა არსენოს (რომელიც ქვეყნის მასშტაბით სკოლამდელი განათლების ინსტიტუტების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და პროგრამების ხარისხის ამაღლებისთვის საჭირო აქტივობების განსასაზღვრად ტექნიკურ დავალებაზე მუშაობს) და EMIS-ის სადიაგნოსტო კვლევაზე მომუშავე საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებს შორის.

მხარეებმა შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სკოლამდელი განათლების კომპონენტის გასაძლიერებლად აუცილებელი საკითხები, მათ შორის, საჭირო ინფორმაციის მოგროვებისა და დამუშავების საკითხები. საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლებმა EMIS-ის კვლევაში სკოლამდელი განათლების კომპონენტის ასახვის თაობაზე მათი ხედვა და სამუშაო გრაფიკი წარმოადგინეს.