ადრეული განათლების დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
I2Q პროექტის ფარგლებში ადრეული და სკოლამდელი განათლების სექტორის დიაგნოსტიკური კვლევა ჩატარდა. კვლევას საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PPMI ჯგუფი (JV PPMI Group, UAB/Lithuania), საერთაშორისო ასოციაცია ISSA-სა (International Step by Step Association/Netherlands) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრთან ერთად 11 თვის განმავლობაში ახორციელებდა. დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივი კომუნიკაციითა და მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, კომპანიამ კვლევის ძირითადი მიგნებები, დასკვნები და რეკომენდაციები წარმოადგინა.
კვლევის შედეგების და შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ადრეული განათლების ხარისხის მართვის მოდელის დახვეწაზე მუშაობა ივლისიდან დაიწყება. I2Q პროექტი დაეხმარება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების შემუშავება-დახვეწის პროცესში, უზრუნველყოფს მათ პილოტირებას და დანერგვის ხელშეწყობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერვენცია იქნება ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში ანგარიშგების სისტემის დანერგვა. პროექტის ფარგლებში განისაზღვრება ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგთა შესრულებაზე დამოკიდებული ანაზღაურების პოლიტიკა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ბავშვზე ორიენტირებული პედაგოგიკის მიმართულებით პედაგოგების მომზადება/გადამზადება, ჰოლისტური, ბავშვზე ორიენტირებული ელემენტებით სასკოლო მზაობის პროგრამის გამდიდრება და განახლება/გაუმჯობესება და და ა.შ.
ადრეული და სკოლემდელი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე, I2Q პროექტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე შერჩეული საკონსულტაციო კომპანია სამი წლის განმავლობაში (2022-2025) იმუშავებს.
17 ივნისს I2Q პროექტის გუნდმა შეხვედრა გამართა განათლების სამინისტროს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან, რომლებიც საკონსულტაციო კომპანიასთან ტექნიკური დავალებით გაწერილი ვალდებულებების შესასრულებლად ითანამშრომლებენ. მხარეებმა განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს და სამომავლო კოორდინირებული თანამშრომლობის გზები დასახეს.