• English
  • ქართული

სიახლეები

სკოლის ინფრასტრუქტურულ სტანდარტებზე მუშაობა აქტიურ ფაზაშია

17 აგვისტოს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც სკოლის ინფრასტრუქტურის სტანდარტების მორიგი სამუშაო ვერსია განიხილეს. სკოლის ინფრასტრუქტურის სტანდარტები მსოფლიო ბანკის მხარდაჭრით, I2Q პროექტის ფარგლებში მუშავდება. სტანდარტებზე საკონსულტაციო კომპანია GIB მუშაობს. პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურადა ჩართული. მათი უკუკავშირის საფუძველზე შესაბამისი ცვლილებები ისახება სამუშაო დოკუმენტში.

შეხვედრაზე, რომელსაც ყველა დაინტერესებული მხარის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, განიხილეს თემები, რომლებიც ეხებოდა სკოლის შენობაში სავალდებულო და სარეკომენდაციო სივრცეებს, ოთახების დაგეგმარებას, უსაფრთხოებას, სანიტარიასა და ჰიგიენას და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ინფრასტრუქტურული სტანდარტების სამუშაო ვერსიის მორიგი განხილვები გაიმართება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან ერთად.

ახალი სტანდარტები გაითვალისწინებს კონკრეტულ საგანმანათლებლო მოთხოვნებს და მორგებული იქნება ეროვნულ სასწავლო გეგმაზე. ახალი სტანდარტები ასევე მოაწესრიგებს არქიტექტურულ/სამშენებლო საკითხებს, განსაზღვრავს სასკოლო სავალდებულო სივრცეებს, ასევე, სავალდებულო და სარეკომენდაციო მოთხოვნებს.

ახალი სტანდარტები გაითვალისწინებს ახალ კონცეფციასაც, რომელიც გულისხმობს სასკოლო მზაობისა და დაწყებითი საფეხურის დაკავშირებას როგორც ინფრასტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივად.

შიდა სამუშაოების დასრულების შემდეგ სტანდარტებს განიხილავენ შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.

გალერეა