• ქართული
  • English

თამარ სანიკიძე

თამარის სამუშაო გამოცდილება ითვლის 25 წელზე მეტს და უკავშირდება კერძო, საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადაც მას სხვადასხვა მმართველი და აღმასრულებელი თანამდებობა ეკავა.

2008 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს განათლების სფეროში. მისი საქმიანობა, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უკავშირდებოდა როგორც ადმინისტრაციულ, ასევე პედაგოგიურ საქმიანობას. აგრეთვე ეწეოდა საკონსულტაციო მომსახურებას სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის. თამარს აქვს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მართვის სისტემების სიღრმისეული ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება.

2012-2013 წლებში თამარ სანიკიძეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის, ხოლო 2013-2016 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოზიცია ეკავა. 2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ხოლო 2017 წლიდან დღემდე გახლავთ ერაზმუს პლუსის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (SPHERE, CoE). 2018 წლის ოქტომბრიდან თამარი წევრის სასტუსით შეუერთდა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს (EPPM). თამარ სანიკიძე 2020 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობს პროექტს – ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხი – საქართველო  I2Q (WB), რომელსაც  ახორციელებს  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. პროქტის დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის მიერ. 2021 წლიდან იგი გახლავთ სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) ექსპერტი/შემფასებელი.

თამარ სანიკიძეს აქვს დოქტორის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრებაში, არის საჯარო მმართველობის მაგისტრი და ფილოლოგიის ბაკალავრი ანგლისტიკის სპეციალობით. აქვს ფინანსების მართვის ცოდნა (ACCA) და გამოცდილება.

თამარ სანიკიძე