• ქართული
  • English

თამარ სანიკიძე

თამარ სანიკიძე 2020 წლის ივნისიდან შემოუერთდა პროექტის გუნდს აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

თამარის სამუშაო გამოცდილება ითვლის 20 წელზე მეტს და უკავშირდება კერძო, საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, სადაც მას სხვადასხვა მმართველი და აღმასრულებელი თანამდებობა ეკავა.

2009 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს განათლების სფეროში. მისი საქმიანობა, სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უკავშირდებოდა როგორც ადმინისტრაციულ, ასევე პედაგოგიურ საქმიანობას. აგრეთვე ეწეოდა საკონსულტაციო მომსახურებას.

2012-2013 წლებში თამარ სანიკიძეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის, ხოლო 2013-2016 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოზიცია ეკავა. 2016-2018 წლებში ხელმძღვანელობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ხოლო 2017 წლიდან დღემდე გახლავთ ერაზმუს პლუსის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (SPHERE, CoE). 2018 წლის ოქტომბრიდან თამარი წევრის სასტუსით შეუერთდა განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტს (EPPM).

თამარ სანიკიძე დღესდღეობით მუშაობს სადისერტაციო თეზისზე, არის საჯარო მმართველობის მაგისტრი და ფილოლოგიის ბაკალავრი ანგლისტიკის სპეციალობით. აქვს ფინანსების მართვის ცოდნა და გამოცდილება.

თამარ სანიკიძე