• English
  • ქართული

სიახლეები

სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშესაწყობად მუშაობა დაიწყო

პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (IBRD) პირველი კომპონენტი მიზნად ისახავს ხარისხიან ადრეულ და სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობას.

კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია ადრეული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოს შემუშავება, მონაცემთა მართვისა და ანგარიშგების სისტემის ფორმირება და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ინტეგრირება, ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების პედაგოგთა ანაზღაურების პოლიტიკის განსაზღვრა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ბავშვზე ორიენტირებული პედაგოგიკის მიმართულებით პედაგოგთა მომზადება-გადამზადება, სასკოლო მზაობის პროგრამის განახლება/გაუმჯობესება და შერჩეულ 150 სკოლაში რეაბილიტირებული სასკოლო მზაობის ჯგუფებში მისი წარმატებით დანერგვის მიზნით პედაგოგების შესაბამისი გადამზადება და სხვ.

ამ დავალების შესასრულებლად, მსოფლიო ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციების მიხედვით, საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე, შეირჩნენ მაღალკვალიფიციური ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. ისინი იმუშავებენ ტექნიკური დავალების შექმნაზე, რომლის მიხედვითაც კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განხორციელდება.

კონსულტანტებმა უკვე დაიწყეს შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან. პროექტის გუნდთან ერთად ისინი განსაზღვრავენ მოსამზადებელ სამუშაოებს, შესრულების მეთოდებს, პოლიტიკის საჭირო დოკუმენტაციას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.