• English
  • ქართული

სიახლეები

ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით დონორ ორგანიზაციასთან შეხვედრა გაიმართა

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კომპონენტის ფარგლებში მიმდინარეობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსულტაციო კვლევით ფონდთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები. კონტრაქტი 43-თვიანია და ითვალისწინებს ინტერვენციებს ოთხი ძირითადი მიმართულებით: ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ანგარიშგების სისტემა, აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება და მზარდი სახელფასო პოლიტიკა და განახლებული სასკოლო მზაობის პროგრამა.

ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ სხვა დონორი ორგანიზაციებიც. საქმიანობის ეფექტიანი კოორდინაციისთვის და თემების გადაფარვის თავიდან აცილების მიზნით, 4 ოქტომბერს I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა თამარ ჭყონიამ UNICEF-ის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ოფიცერთან ანა ჯანელიძესთან ონლაინ შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა იყო I2Q პროექტის ფარგლებში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსულტაციო კვლევით ფონდთან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებისა და UNICEF-ის მიმდინარე ღონისძიებების შესაძლო თანხვედრის საკითხები.

I2Q პროექტის ფარგლებში, ადრეული განათლების კომპონენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ამ სექტორში დასაქმებულთა განახლებული სახელფასო პოლიტიკის შემუშავება, ასევე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მონაცემთა მოგროვებისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში კონსოლიდაცია. ამ საკითხის მოწესრიგება ადრეული განათლების პოლიტიკის დაგეგმვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.