• English
  • ქართული

სიახლეები

საზედამხედველო ჯგუფმა პირველი ანგარიში განიხილა

„ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)“ ფარგლებში ზოგადი განათლების კომპონენტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების მხარდასაჭერად შექმნილი საზედამხედველო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 28 ოქტომბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

ჯგუფის წევრებმა პროექტის გუნდთან ერთად განიხილეს I2Q პროექტის ფარგლებში გაფორმებული კონტრაქტის – „სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ზოგად განათლებაში ხარისხის მართვის ეფექტური სისტემის დანერგვის, მთელი სკოლის გაუმჯობესების გეგმებისა და პროგრამების, შეფასების პოლიტიკის, პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის განვითარების გზით“ ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანიის მიერ შემუშავებული პირველი ანგარიში.

საკონსულტაციო კომპანია წარმოადგენს კონსორციუმს, რომელიც შერჩეულია საერთაშორისო ტენდერის გზით და წარმოდგენილია IBF International Consulting S.A, European Projects Management Ltd და The Chancellor Masters and Scholars of the University of Cambridge სახით. ის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ზოგადი განათლების რეფორმის მხარდამჭერ ამოცანებზე 42 თვის განმავლობაში იმუშავებს.

ონლაინ შეხვედრაზე კონსორციუმმა წარმოადგინა პირველი ანგარიში, რომელიც მათი 42-თვიანი მუშაობის დეტალურ სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. ანგარიში ეფუძნება დაინტერესებულ მხარეებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზე გამოთქმულ შეჯერებულ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს.  პროექტის გუნდისა და საზედამხედველო ჯგუფის წევრებმა წარმოდგენილი დოკუმენტი დეტალურად მიმოიხილეს, გამოთქვეს მოსაზრებები და საკონსულტაციო კომპანიას უკუკავშირი დაუბრუნეს. ჩართული მხარეების უკუკავშირის გათვალისწინებით, საკონსულტაციო კომპანია ნოემბრის ბოლოს საბოლოო ანგარიშს წარმოადგენს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით იმუშავებს ზოგადი განათლების სიტემაში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე.