• English
  • ქართული

სიახლეები

სან დიეგოს კვლევითმა ფონდმა პირველი ანგარიში წარმოადგინა

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სექტორის გაუმჯობესებაზე სან დიეგოს ექსპერტები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას. საკონსულტაციო კომპანიამ პირველი ეტაპისთვის კონტრაქტით განსაზღვრული ვადების დაცვით, 28 ოქტომბერს წარმოადგინა საწყისი ანგარიში, რომელიც ფონდის მიერ განსახორციელებელი სამუშაოების მთავარ სამოქმედო გეგმას წარმოადგენს. საწყის ანგარიშში მოცემულია მისაღწევი მიზნების დეტალური ანალიზი, სამუშაოს დიზაინი და სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი ასახავს აქტივობების ფარგლებს, ვადებს, მიდგომასა და მეთოდოლოგიას.