• ქართული
  • English

სიახლეები

CIF საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

I2Q პროექტის ორგანიზებით, 20 იანვარს კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საგრანტო კონკურსით დაინტერესებული სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

CIF-ის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს კიდევ ერთხელ განუმარტეს გრანტის ძირითადი მახასიათებლები, განაცხადის შეფასების კრიტერიუმები, www.grants.gov.ge პორტალთან მუშაობის თავისებურებები, სხვა მნიშვნელოვანი საკითხები და მათ კითხვებს უპასუხეს.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების წარმოდგენა შესაძლებელია 31 იანვრამდე ელ-ფოსტაზე: cif@iiq.gov.ge

ხშირად დასმული კითხვების ნახვა შესაძლებელია ბმულზე

საკონკურსო განაცხადების მიღება გრძელდება 20 თებერვლის 23:59 საათამდე ვებპორტალზე: www.grants.gov.ge.

CIF-ის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა  კონკრეტული მიმართულებების შემდგომი განვითარებისა და ინოვაციური მიდგომების/პროექტების განხორციელების მიზნით. ამავდროულად, CIF-ის სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფი მოდერნიზაციას და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა.

 

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

გალერეა