• ქართული
  • English

ჩვენ შესახებ

პროექტი ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB) ეფუძნება საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს მთავრობამ გააფორმა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) 2019 წლის 18 ივნისს (სასესხო ხელშეკრულება N8955-GE).

პროექტს, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი. ეფექტური მმართველობისათვის განმახორციელებელ უწყებებში შექმნა პროექტის მართვის გუნდები (PMU და PMT).

პროექტი ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB) განათლების რეფორმის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი მექანიზმია. იგი შესაბამისობაშია მსოფლიო ბანკის საქართველოსთან პარტნიორობის 2019-2022 ჩარჩო დოკუმენტთან და მიზნად ისახავს ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებასა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას.

პროექტი მოიცავს 5 ძირითად კომპონენტს, რომლის განხორციელებაც დაგეგმილია 2020-2025 წლებში, ხოლო დაფინანსება შეადგენს 90 მილიონ ევროს.

სასესხო ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის
(2019 წლის 18 ივნისი)

მსოფლიო ბანკი – პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB)“
(ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე)

მსოფლიო ბანკი – პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB)“, შესყიდვების გეგმა
(ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე)

პროექტის სამართლებრივი საფუძველი

პროექტის სამართლებრივი საფუძველი

პროექტი ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q (WB) ეფუძნება საერთაშორისო სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს მთავრობამ გააფორმა რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD) 2019 წლის 18 ივნისს (N8955-GE).

თანამშრომლობა და კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან

თანამშრომლობა და კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან

განათლების ყველა დონეზე, მონაცემთა ანალიზსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა და განათლების რეფორმის შესახებ დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია.

პროექტის მენეჯმენტი

პროექტის მენეჯმენტი

პროექტს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი. ეფექტური მმართველობისათვის განმახორციელებელ უწყებებში შექმნა პროექტის მართვის გუნდები (PMU და PMT).

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანი

პროექტის მიზანია ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება.