• English
  • ქართული

კომპონენტი 2

ზოგადი განათლების საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესება სწავლება–სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით  

კომპონენტი 2

კომპონენტი მიზნად ისახავს სასკოლო განათლების გაუმჯობესებასა და სკოლის გაძლიერებას, რაც მოიცავს სკოლის მართვის ხარისხის განვითარებას, პოზიტიური და უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნასა და სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებას.

სკოლის გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის მართვის განახლებული სისტემის დანერგვის ხელშეწყობა, რაც გულისხმობს სკოლის ავტორიზაციის პროცესის მხარდაჭერას, შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებასა და დანერგვისათვის სკოლის მომზადებას. იხვეწება სკოლის დირექტორთა შერჩევისა და პროფესიული განვითარების არსებული პრაქტიკა. შემუშავებული რეკომენდაციების კვალდაკვალ მიმდინარეობს სკოლის დირექტორთა და პედაგოგთა შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები.

მოსწავლეთა განმავითარებელი შეფასების დახვეწის მიზნით, არსებული სისტემის ანალიზისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, მიმდინარეობს განახლებული შეფასების ინსტრუმენტების პილოტირება პროექტის 50 სამიზნე სკოლაში.

საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებისათვის, STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა წარმატებით ინერგება საქართველოს მასშტაბით 200 სკოლაში, რისთვისაც მიმდინარეობს სკოლების აღჭურვა შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსებითა და კომპიუტერული ტექნიკით. ხელმისაწვდომი იქნება ვიდეო საკონფერენციო სისტემები, რაც უზრუნველყოფს სკოლებს შორის თანამშრომლობას და ერთობლივი აქტივობების განხორციელებას.

ზოგად განათლებაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებისათვის მნიშვნელოვანია  ეროვნული შეფასების სისტემის თანმიმდევრული განვითარება. ამ მიზნით, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ყველა საგნობრივ ჯგუფში, მოსწავლეთა სწავლის შედეგების შეფასებისათვის ვითარდება  შეფასების ინსტრუმენტები (ტესტები).

ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მდგრადი განვითარების მიზნით, ევროპული მშენებლობის სტანდარტის მოთხოვნის გათვალისწინებით, მუშავდება სკოლის ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური გარემოს სტანდარტი, რომელიც სრულად გაითვალისწინებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს. შემუშავებული სტანდარტის გამოყენებით პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 14 სამოდელო სკოლის მშენებლობა და 23 სკოლის სრული რეაბილიტაცია.

კომპონენტის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად უზრუნველყოფილია მაღალი დონის ექსპერტული დახმარება, თანამშრომლობა ისეთ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორებიცაა:  IBF International Consulting S.A., European Projects Management Ltd, The Chancellor, Masters and Scholars of the University of Cambridge, ჰარვარდის უნივერსიტეტის Labxchange პროგრამა, 200 საპილოტე სკოლა, რეგიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრები და სხვ.

კომპონენტი 2