• ქართული
  • English

მარეგულირებელი დოკუმენტაცია

CIF-ის მარეგულირებელი ჩარჩო დოკუმენტი

CIF-ის მთავარ მარეგულირებელ ჩარჩო დოკუმენტს წარმოადგენს მართვის სახელმძღვანელო, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა.

მართვის სახელმძღვანელო, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ, განსაზღვრავს CIF-ის მუშაობის ძირითად პრინციპებსა და ამოცანებს, მათი განხორციელების მექანიზმებს, ორგანიზაციულ მოწყობასა და პროცედურებს.

CIF-ის მართვის სახელმძღვანელო დანართების სახით მოიცავს ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც საჭიროა ფონდის სრულყოფილად მუშაობისთვის. მათ შორის, დამტკიცებულია სახელმძღვანელოები აპლიკანტებისა და შემფასებლებისთვის, შედგენილია საგრანტო განაცხადის წარსადგენად საჭირო ფორმები, ასევე,  ტექსტური და ფინანსური ანგარიშის ფორმები, საგრანტო ხელშეკრულების შაბლონი და ტექნიკური დავალების ნიმუში აუდიტორის შესარჩევად.

სახელმძღვანელო

დანართები

ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (WB)