• ქართული
  • English

სიახლეები

მაკა მახათაძე გრეის ჰოპერის სახელობის პროგრამის გამარჯვებულია

I2Q პროექტის მონაცემთა ინტეგრაციის მენეჯერი მაკა მახათაძე გრეის ჰოპერის სახელობის პროგრამის გამარჯვებულია კატეგორიაში – ICT ჩემპიონი.

ICT ჩემპიონის ჯილდო ენიჭებათ იმ ქალებს, რომლებსაც ტექნოლოგიების ინდუსტრიაში წამყვან როლს ასრულებენ, ხელს უწყობენ სფეროს განვითარებას და მათი საქმიანობა წამახალისებელია სხვა ქალებისთვის.

საქართველოში გრეის ჰოპერის ჯილდო ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დაწესდა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მიერ, TBC ბანკთან, მაშავის ცენტრსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შედეგად.