• English
  • ქართული

სიახლეები

ადრეული განათლების გაუმჯობესებაზე სან დიეგოს კვლევითმა ფონდმა მუშაობა დაიწყო

ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და პროგრამების ხარისხის ამაღლების მიზნით სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ფონდი კომპლექსურ აქტივობებს ახორციელებს.

ფონდის წარმომადგენლებმა სიტუაციის შესასწავლად 20-21 სექტემბერს შეხვედრები გამართეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან, მათ შორის სსიპ-ებთან: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრი, ასევე საზედამხედველო ჯგუფისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სხვა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. კვლევითი ფონდის ექსპერტები გაეცნენ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ადრეული და სკოლამდელი განათლების დიაგნოსტიკურ კვლევას, რომლის მიგნებები და რეკომენდაციები საფუძვლად დაედება საკონსულტაციო კომპანიის მიერ განსახორციელებელ სამუშაოებს.