ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მხარდასაჭერად San Diego State University Research Foundation იმუშავებს
I2Q პროექტის ფარგლებში, 21 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსულტაციო კვლევით ფონდთან (San Diego State University Research Foundation – SDSURF). საკონსულტაციო კომპანია, განათლების საერთაშორისო ცენტრთან ერთად საქართველოში ადრეული და სკოლამდელი განათლების გაუმჯობესების მხარდასაჭერად 43 თვის განმავლობაში იმუშავებს.
კვლევითი ფონდის ექსპერტებმა დაინტერესებულ მხარეებს შესასრულებელი სამუშაოს შინაარსი, სამომავლო გეგმები და მოსალოდნელი შედეგები წარმოუდგინეს და ისაუბრეს ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში განსახორციელებელი ინტერვენციების შესახებ ოთხი ძირითადი მიმართულებით: ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავება, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ანგარიშგების სისტემა, აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარება და მზარდი სახელფასო პოლიტიკა და განახლებული სასკოლო მზაობის პროგრამა.
შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ გახნა. შეხვედრას ესწებოდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და I2Q პროექტის მართვის გუნდი.