• English
  • ქართული

სიახლეები

ადრეული და სკოლამდელი განათლების გაუმჯობესების მხარდასაჭერად საზედამხედველო ჯგუფი შეიქმნა

I2Q პროექტის ადრეული და სკოლამდელი განათლების კომპონენტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების მხარდასაჭერად საზედამხედველო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის  პირველი სამუშაო შეხვედრა 13 სექტემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა.

საზედამხედველო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს მათი უფლებამოსილების საკითხები, სამუშაო ფორმატი და შესასრულებელი სამუშაო, ასევე, ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოები და მათში განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობის საკითხები. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონსულტაციო კვლევით ფონდთან გაფორმებულ კონტრაქტს – „ქვეყნის მასშტაბით ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მართვის სისტემის გაუმჯობესება და პროგრამების ხარისხის ამაღლება“. კონტრაქტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ადრეული აღზრდისა და სკოლამდელი განათლების გაუმჯობესებას დაუჭერს მხარს. საზედამხედველო ჯგუფის წევრებმა აღნიშნული კონტრაქტით გათვალისწინებული ამოცანები და შესასრულებელი სამუშაოებიც განიხილეს.

საზედამხედველო ჯგუფი I2Q პროექტის მართვის გუნდისა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან შედგება. კერძოდ, ჯგუფის წევრები არიან სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლები.

გალერეა