• English
  • ქართული

სიახლეები

საზედამხედველო ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

I2Q პროექტის ფარგლებში ზოგადი განათლების კომპონენტით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელების მხარდასაჭერად საზედამხედველო ჯგუფი შეიქმნა.

საზედამხედველო ჯგუფი ხელს შეუწყობს I2Q პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით – „სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა ზოგად განათლებაში ხარისხის მართვის ეფექტური სისტემის დანერგვის, მთელი სკოლის გაუმჯობესების გეგმებისა და პროგრამების, შეფასების პოლიტიკის, პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის განვითარების გზით“ – გათვალისწინებული აქტივობების ეფექტიანად შესრულებას, ასევე ხელშეკრულების  განმახორციელებელ საერთაშორისო კონსორციუმსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს  შორის კოორდინირებულ მუშაობას.

საზედამხედველო ჯგუფი I2Q პროექტის მართვის გუნდისა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებისგან შედგება. კერძოდ, ჯგუფის წევრები არიან სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის წარმომადგენლები.

ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა 7 სექტემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა. შეხვედრაზე ჯგუფის ხელმძღვანელმა ხატია ცირამუამ (I2Q პროექტის ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელი) საზედამხედველო ჯგუფის წევრებს ხელშეკრულების ამოცანები და მოსალოდნელი შედეგები გააცნო. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჯგუფის უფლებამოსილების საკითხები, შესასრულებელი სამუშაოები. მხარეები სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

გალერეა