• English
  • ქართული

სიახლეები

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე I2Q პროექტის 2022 წელი შეაჯამეს

პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო (IBRD) ფარგლებში 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების  შესახებ საკოორდინაციო საბჭოს წევრებისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, 19 დეკემბერს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა.

პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ სანიკიძემ საბჭოს წევრებს გაუზიარა ინფორმაცია მიმდინარე აქტივობებისა და შემდგომი ნაბიჯების შესახებ. საბჭოს წევრებმა მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და წარმოადგინეს რეკომენდაციები.

საკოორდინაციო საბჭო წელიწადში ორჯერ იკრიბება. ის პროექტის საქმიანობის ზედამხედველობას უზრუნველყოფს.

გალერეა