• English
  • ქართული

სიახლეები

სკოლების ავტორიზაციის სტანდარტების მეთოდოლოგიური და განმარტებითი დოკუმენტაციების სამუშაო ვერსიები განიხილეს

პროექტი ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი განაგრძობს განათლების რეფორმის მხარდამჭერ აქტივობების განხორციელებას. ზოგადი განათლების მიმართულებით აქტივობები ხორციელდება საკონსულტაციო კონსორციუმის მიერ, საერთაშორისო კომპანია IBF International-ის ხელმძღვანელობით. კომპონენტის ერთ-ერთი ამოცანა ითვალისწინებს სკოლების ხარისხის მართვის არსებული სისტემის გადახედვასა და შემდგომ განვითარებას. ამ მიმართულებით პროექტის გუნდი აქტიურად თანამშრომლობს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან.

I2Q პროექტის მხარდაჭერით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მეთოდოლოგიური დოკუმენტებისა და ამავე სტანდარტების განმარტებითი დოკუმენტაციის განსახილველად სამუშაო შეხვედრა 23 დეკემბერს გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდა ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო ექსპერტი, ჯონ ჰენლი.

დაინტერესებულმა მხარეებმა ავტორიზაციის ექსპერტებსა და ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო ექსპერტთან ერთად განიხილეს წარმოდგენილი დოკუმენტები. შეხვედრაზე შემუშავდა რეკომენდაციები წარმოდგენილი დოკუმენტების განვითარების მიმართულებით. დოკუმენტების საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებული იქნება დაინტესებული მხარეების უკუკავშირი. ამ მიმართულებით მუშაობა 2023 წელსაც გაგრძელდება.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაინტერესებული მხარეები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სსიპ -მანდატურის სამსახურის, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლები.

გალერეა