• English
  • ქართული

სიახლეები

CIF-ის პირველ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით უსდ-ებისთვის საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფი მოდერნიზაციისა და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, I2Q პროექტის ფარგლებში კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) პირველ საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო.

პირველი საგრანტო კონკურსის პრიორიტეტული თემებია: აკადემიური ხარისხის მინიჭების და/ან საერთაშორისო აკრედიტაციის ხელშეწყობის მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება; შრომის ბაზრის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება; პრაქტიკული უნარების განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება; კერძო სექტორთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და სამეწარმეო განათლების განმავითარებელი პროექტები/პროგრამები.

30 ნოემბერს დაინტერესებული სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის კონკურსის შესახებ საორიენტაციო შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. CIF-ის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლებმა დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს გრანტის ძირითადი მახასიათებლების, განაცხადის შეფასების კრიტერიუმების, განაცხადისა და ბიუჯეტის ფორმების, ასევე პორტალთან მუშაობის თავისებურებების შესახებ.

უსდ-ების წარმომადგენლებს ეცნობათ კონკურსით გათვალისწინებული დაფინანსების ეტაპების, მათი მიზნების, დაწესებულებათა შორის პარტნიორობის შესაძლებლობის და პასუხისმგებლობების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.

კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების წარმოდგენა შესაძლებელია 2023 წლის 31 იანვრამდე ელ-ფოსტაზე: cif@iiq.gov.ge

საკონკურსო განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2023 წლის 20 თებერვლის 23:59 საათამდე ვებპორტალზე: www.grants.gov.ge.

საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი 2023 წელს გამოცხადდება.

დეტალურად საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ ბმული

გალერეა