• English
  • ქართული

სიახლეები

ეროვნული შეფასების სისტემის დახვეწა-გაუმჯობესებაზე IBF International მუშაობს

I2Q პროექტის ფარგლებში, ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობას აგრძელებს კონსორციუმი, საერთაშორისო კომპანია IBF International-ის ხელმძღვანელობით. მთლიანი სკოლის გაძლიერებასთან ერთად კომპანია ეროვნული შეფასების სისტემის დახვეწის მიმართულებითაც ახორციელებს აქტივობებს. აქტივობების მიზანია შემუშავდეს და დაინერგოს ეროვნული შეფასების ისეთი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ზოგად განათლებაში მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ზოგად განათლებაში სადიაგნოსტიკო შეფასების სისტემის განვითარება კონკრეტული ეტაპებისა და აქტივობების დაგეგმვას მოიცავს.

2 მარტს საერთაშორისო ექსპერტმა ედუარდო კასკალარმა (ეროვნული შეფასების სპეციალისტი), I2Q პროექტის აღმასრულებელ დირექტორთან თამარ სანიკიძესთან და  ზოგადი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელთან ხატია ცირამუასთან ერთად შეხვედრა გამართა.

შეხვედრზე იმსჯელეს დიაგნოსტიკური შეფასების სისტემის მექანიზმების შემუშავებასა და ამ საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო რესურსების შესახებ. ასევე ისაუბრეს შესაძლო საგნობრივი ჯგუფებისა და კლასების შესახებ. სამუშაოები რამდენიმე ეტაპს მოიცავს: 1. სადიაგნოსტიკო შეფასების მექანიზნების შემუშავება NAEC-თან თანამშრომლობით; 2. შემუშავებული მექანიზმების პილოტირება სკოლებში; 3. პილოტირებით მიღებული შედეგების გათვალისწინება შეფასების მექნიზმის განვითარებისთვის. ამ ყველაფერს თან ერთვის შესაძლებლობის გაძლიერების ღონისძიებები, რაც გულისხმობს NAEC-ის თანამშრომლების გაძლიერებას, ვინც შეფასების სისტემის დანერგვასა და შემდგომ განვითარებაში მიიღებს მონაწილეობას.

I2Q პროექტის ფარგლებში შემუშავებული დიაგნოსტიკური შეფასების მექანიზმები დანერგვამდე პილოტირებას გაივლის შერჩეულ სკოლებში. პილოტის შედეგების გათვალისწინებით, IBF International წარმოადგენს  ეროვნული შეფასების სისტემის მექანიზმების ეროვნულ დონეზე დანერგვის რეკომენდაციებს.